![საჰარის თვალი : დედამიწის ყველაზე
იდუმალი ადგილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111717432659362.jpg)
საჰარის თვალს მეორენაირად რიშადის სტრუქტურად მოიხსენიებენ. ეს, არის სტრუქტურა, რომლის დიამეტრი 50 კმ-ია.
გარშემორტყმულია ათასობით კვადრატული კილომეტრით, რომელიც სრულიად უსიცოცხლოა. ობიექტი კოსმოსიდანაც კი ადვილი შესამჩნევია.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ბუნების ულამაზესი სკულპტურის შექმნა უკავშირდებოდა მეტეორს, რომელიც დედამიწაზე ასობით წლის წინ ჩამოვარდა. მაგრამ მრავალი კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მეტეორს არანაირი კავშირი არ აქვს რიშადის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან.
ეს არის კონცენტრული წრეები, რომლებიც პრაქტიკაში იშვიათია. მეტამორფული და ვულკანური ქანების ცვლილებისა და ეროზიის გავლენის შედეგად, სიმეტრიული ანტიკლინის სახით ჩამოყალიბდა.![საჰარის თვალი : დედამიწის ყველაზე
იდუმალი ადგილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111717552459362.jpg)
ითვლება, რომ საჰარის თვალი პროტეროზოური ეონსა (2.5 მილიარდი წელი) და ორდოვიციული სისტემის (480 მილიონი) პერიოდში ჩამოყალიბდა. ყველაზე უძველესი რგოლი კი 600 მილიონ წელს ითვლის.
მიუხედავად ფართომასშტაბიანი და ლაბორატორიული გამოკვლევებისა, გეოლოგებმა ვერ დაადგინეს კავშირი, რომელიც მიუთითებს არამიწიერი ობიექტის კავშირს საჰარის თვალის შექმნაში.![საჰარის თვალი : დედამიწის ყველაზე
იდუმალი ადგილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111718055859362.jpg)