შოუბიზნესი საყვარელი გოგონების საშინელი ცვლილება - რა დაემართა მერი ქეით ოლსონს? 2017, 17 ნოემბერი, 13:10
ყველას გვახსოვს საყვარელი, ქერა ტყუპი გოგონები, რომელთა ეკრანზე გამოჩენაც სასიამოვნო განწყობას გვიქმნიდა.. და ეხლა? პირდაპირ საოცარი გარდასახვაა ჩვენს წინაშე..
რა მოხდა?
სად გაქრა ის ლამაზი და პაწაწუნა გოგონები?
რა გახდა მათი მკვეთრად ცვლილების მიზეზი? გავრცელებული მოსაზრებით, გოგონებს მობეზრდათ "საყვარელი გოგონების" იმიჯი და გადაწყვიტეს რადიკალურად შეცვლილიყვნენ. ისინი სუსტდებოდნენ, ეწეოდნენ, სვამდენ ლიტრობით ყავას (არამარტო ყავას), ატარებდნენ ისეთ სამოსს, რომელიც მკაცრ იმიჯს უქმნიდა გოგონებს. ასევე ჟურნალისტები ეჭვობდნენ, რომ ისინი ნარკოტიკების მომხმარებელნიც გახდნენ. ცხოვრების ასეთი წესი კი პირდაპირ აისახა ოლსონების ვიზუალზე. ყველაფერი რა კარგად დაიწყო... ეს 90-იანი წლებია, როცა მათმა ფილმებმა მილიონობით მაყურებლის გული მოიგო. 1999 წელი 2002 წელი დები სულ უფრო პოპულარულები ხდებოდნენ. 2003 წელი ოლსონებმა თავისი ტანსაცმლის ხაზი გამოუშვეს და საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურეს. გოგონები ხშირად სტუმრობდნენ მოდურ წვეულებებს და მათ შორის ვიზუალური მსგავსება დღითი დღე ქრებოდა. თუ ადრე ხშირად ეშლებოდათ დები ერთმანეთში, 2007 წლისთვის სხვა სურათი გამოიკვეთა. აი 2010 წლიდან კი რაღაც ისე აღარ იყო, როგორც ადრე... მერი ქეითი საოცრად შეიცვალა და ეს ცვლილება არც თუ ისე კარგი იყო. 2010 წელი გოგონას ლოყები გაუქრა, თვალები თითქოს გაუდიდდა, ცხვირი და ტუჩები დაუთხელდა.. 2012 წელს მერი ქეითმა თმა გაიმუქა, რამაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მისი სახის ყველა დეტალს. 2012 წელი 2014 წელს კი მისი ფოტოები მაყურებელს შოკში აგდებდა. 2014 წელი მისი სახე სულ უფრო ემსგავსებოდა მოხუცისას. ლოყები უფრო ჩაუცვივდა, ამჯერად შუბლი უფრო გამოიკვეთა და ყბა დაუგრძელდა.. 2014 წელი 2015-2016 წლებში გოგონებს შორის განსხვავება უკვე აშკარა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იშვიათად ჩნდებოდნენ ფართო აუდიტორიის წინაშე. 2016 წელი მერი ქეითმა მაყურებელი კიდევ ერთხელ გააოცა, როცა ის საზოგადოების წინაშე წარსდგა თავის 48 წლის მეუღლესთან- Olivier Sarkozy ერთად. 2017 წელი ნაადრევი სიბერის მიზეზები ბევრი მიიჩნევს, რომ პლასტიკური ქირურგიის ადრეულ ასაკში გამოყენებამ მიიყვანა გოგონა ამ მდგომარეობამდე. ეს მოსაზრება ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. დები ხშირად მიმართავდნენ რინოპლასტიკას და წარბების წამოწევას. მაგრამ მხოლოდ პლასტიკა არ არის მიზეზი. ვარსკვლავის ასაკობრივი ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი - ადრეული პტოზია (კანის გრავიტაციული დაბერება).რაც შეიძლება გამოიწვიოს კვების არასწორმა რეჟიმმა. ზედმეტად გარუჯვამ. ბევრ ფოტოზე მერი ქეითი თავის დაზე გაცილებით მუქია. ამის მიზეზი ცილების დეფიციტი და ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღებაც შეიძლება გახდეს. მაგრამ მერი ქეით ოლსონის დღევანდელი მდგომარეობის მთავარი მიზეზი მისი ცხოვრების წესია. როგორც ცნობილია გოგონა იტანჯებოდა ანარექსიით. ის საგრძნობლად დასუსტდა, რაც უარყოფითათ აისახა მის გარეგნობაზე. რითი ავიცილოთ თავიდან მსგავსი პრობლემა? ჯანსაღი ცხოვრების სტილი - საუკეთესო გამოსავალია.. დილით ადრე ადექით, ივარჯიშეთ, ალკოჰოლის მაგივრად წყალი დალიეთ. ჩიფსის მაგივრად ბოსტნეული ჭამეთ.. გადმოდით მანქანებიდან... ფეხით იარეთ.. და მერწმუნეთ იდიალურ ფორმაში იქნებით. 658 8-ს მოსწონს
|