სხვა დასახლებების დასახელება - მცხეთა 2017, 16 ნოემბერი, 21:48 ერთ- ერთი უძველესი ქალაქის და საქართველოს პირველი დედაქალაქის მცხეთის სახელწოდების წარმოშობას რამდენიმე ვერსია ხსნის. პირველი ვერსიით ქალაქი დაარსა ეთნარქმა მცხეთოსმა და სახელწოდებაც მისგან მომდინარეობს. თუმცა არსებობს მოსაზრება რომ, მცხეთა წარმოდგება მესხთა იგივე მოსხთა და მუშქთა ტომის სახელიდან. ეს ტომი მცხეთის ტერიტორიაზე, ძველი წელთაღეიცხვით მერვე საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო, ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნემდე, როცა მცხეთა უკვე იბერიის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი ხდება. 48 5-ს მოსწონს
|