საბუნებისმეტყველო ოთახის მცენარეები–გრიპის და უძილობის უებარი საშუალება 2017, 17 ნოემბერი, 14:34 მცენარეებმა შეიძლება გაალამაზოს თქვენი ბაღი ( თუკი გაქვთ, რა თქმა უნდა), მაგრამ მათ უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ თქვენთვის. ნასას და ამერიკული კოლეჯის სწავლულებმა ჩაატარეს კვლევა იმის თაობაზე, სასარგებლოა თუ არა მცენარეები თქვენს საძინებელ ოთახში. სწავლულებმა გამოიკვლიეს, მართლა აუმჯობესებს თუ არა ოთახის ყვავილები თქვენს ჯამრთელობას, ძილს, ასუფთავებს თუ არა ჰაერს, ამცირებს თუ არა სტრესს და შფოთვებს. აღმოჩნდა, რომ კი, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი. აქ ჩამოთვლილია მცენარეები, რომლებიც აუცილებელად უნდა გქონდეთ სახლში და რატომ: 1. არეკას პალმა ლიდერია ჰაერის გამწმენდის ეფექტურობაში. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ეს პალმა ძალიან კარგია მათთვის, ვინც ხშირად ცივდება ან აქვს სინუსიტი - ეს ნამდვილად ხელს უწყობს სუნთქვის შემსუბუქებას. 2. ალოე ვერა. ასევე ძალიან კარგად წმენდს ჰაერს. იგი დიდი უპირატესობით სარგებლობს, რადგანაც მას ნაკლები მოვლა სჭირდება. ალოე ვერა განუწყვეტლივ გამოყოფს ჟანგბადს, მთელი ღამის განმავლობაში, ასევე ებრძვის ბენზოლს (რომელსაც შეიცავს სარეცხი საშუალებები და პლასტმასის შემადგენლობაშია). 3. ინგლისური სურო. იდეალურია თქვენ საძინებელში. ამერიკელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ინგლისურ ლიანას 12 საათში შეუძლია განეიტრალოს ჰაერის ნალექის 78% და ორთქლის ნესტი. 4. ჯუჯა პალმა. ეს მცენარე გვალვაგამძლეა და მუდმივად, შესანიშნავად ასუფთავებს დაბინძურებულ ჰაერს შებობაში, განსაკუთრებით საღებავების და ლაკის ორთქლს. 5. ბოსტონის გვიმრა. ეს მცენარე იმ მცენარეების ათეულში შედის, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერის გაწმენდა. NASA- ს მეცნიერებმა ასევე დაადასტურეს, რომ იგი ექვემდებარება ტოქსიკური გაზის ფორმალდეჰიდის ნეიტრალიზებას. 6. აგლაონემა. ჩინური მარადმწვანე მცენარის უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია გაიზრდოს ისეთ ოთახში, სადაც საკმარისი განათება არაა. მისი კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ანადგურებს ტოქსინებს. 7. სპატიფილიუმი მეცნიერებმა გაიანგარიშეს, რომ ამ მცენარემ შეიძლება გაწმინდოს ჰაერი და გააუმჯობესოს იგი 60% -ით. მისი ფოთლები ასევე ანადგურებს ობის სპორებს. 8. ქლოროფიტუმი ეს მცენარე ობობას ფეხებივით სწრაფად იზრდებადა და შეუძლია შენობაში ჰაერის 90% გააუმჯობეს. ეს განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს ალერგია ოთახის მტვერზე. 9. რაპისი ოთახის მცენარეა, რომელსაც აქვს ფორმალდეჰიდიგან, ამიაკისა, ტოლუოლის და კსილოლისგან ჰაერის გამწმენდი ფუნქცია. 10. ბენიამინის ფიკუსი. ეს მცენარე, დაბინძურებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს თავისუფლად ასუფთავებს (ხალიჩების, ავეჯის და ა.შ.). იგი ფორმალდეჰიდის, ბენზენსა და ტრიქლოეთჰილინს აქრობს. გაქვთ ეს მცენარეები ოთახში? გირჩევთ სასწრაფოთ შეიძინოთ. გაუზიარეთ სტატია თქვენს ახლობლებს, მაშინაც კი, თუ მათ ეს იციან. 328 6-ს მოსწონს
|