შიდა ქართლი გორის მერია მუშაობას ძირეული ცვლილებებით იწყებს 2017, 16 ნოემბერი, 12:14 საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, ამიერიდან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდნენ.ეს არაა ერთადერთი ცვლილება, რომელიც გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შეეხო.კონსტანტინე თავზარაშვილის გადაწყვეტილებით, გორის მერიამ მისამართი შეიცვალა და ამიერიდან ის, ქალაქის ცენტრში არსებული ისტორიული შენობის ნაცვლად, ჭალის დასახლებაში, ფერაძის #5-ში, მინებიან შენობაში განთავსდება.რაც შეეხება საკრებულოს, ის კვლავ ძველ შენობაში გააგრძელებს მუშაობას.ოპოზიცია ამ ფაქტს უკმაყოფილებით შეხვდა და განაცხადა, რომ ეს ადმინისტრაციულ ხარჯებს გაზრდის. გორის მერმა ასევე დაასახელა მისი მოადგილეები: I მოადგილე – გელა კაპანაძე, რომელიც საფინანსო, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით იმუშავებს;მოადგილე -ალექსი მარიამიძე, რომელიც ადმიანისტრაციულ სამსახურს უხელმძღვანელებს; მოადგილე - ეკა სუხიშვილი, რომელსაც კულტურისა და განათლების სფერო ჩაბარდა. რაც შეეხება მერიის ძველ თანამშრომლებს, ახლანდელი მერის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ასზე მეტი საჯარო მოხელე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.ეს უკანასკნელები მერიაში ხელახალ დანიშვნას ელოდებიან 39 1-ს მოსწონს
|