სხვა როგორ ეწირებოდნენ სილამაზეს წარსულში 2017, 16 ნოემბერი, 9:46 ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ბევრი იმდენად სახიფათო რისკზე წავიდა, რომ მას არამარტო ფიზიკური მხარე, არამედ სიცოცხლეც შესწირეს.
● 1932 წელს საფრანგეთში დაიწყო ქალთა კოსმეტიკის ხაზის წარმოება Tho-Radia –ს (თო-რადია) სახელწოდებით. ფხვნილისა და კრემის სახით გამოდიოდა, რომელიც შეიცავდა რადიუმს და ხასიათდებოდა სასწაულებრივი თვისებებით. მწარმოებლების განცხადებით, Tho-Radia კანს ასუფთავებდა და აჯანსაღებდა. თორიუმის ქლორიდისა და რადიუმის ბრომიდის შემცველობით საცხს უნდა გაეძლიერებინა სახის კანის საკნის პროცესები და გაეხადა ის გლუვი, ასევე მოეშორებინა ნაოჭები და მცირე დეფექტები. საცხის 155გრ 15 ფრანკი ღირდა და სანაცვლოდ ქალები მცირე რადიაციულ დაზიანებებს იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რადიუმი ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყო, 1960 წლამდე ამ საცხების წარმოება მაინც ხდებოდა. ● XIX საუკუნის ბოლოს ევროპასა და აშშ–ში დარიშხანი ცნობილი იყო, როგორც სასწაულებრივად მოქმედი კოსმეტიკური საშუალება. მისი საშუალებით თვალებს უნდა ებრწყინა, ხოლო კანს ჰქონოდა იმ დროინდელი მოდისთვის დამახასიათებელი სიფერმკრთალე. მისი მიღება იწყებოდა მცირე დოზირებით, რომელიც თანდათან იზრდებოდა. მან გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ხშირ შემთხვევებში ლეტალური შედეგები. აქედან გამომდინარე კი თაღლითი კოსმეტოლოგები დარიშხანზე დამზადებულ საცხებს სთავაზობდნენ ქალებს და უმტკიცებდნენ, რომ ეს გზა სრულიად უსაფრთხო იყო. სინამდვილეში კი არ არსებობდა არსებითი მნიშვნელობა პეროლარული გზით მიიღებოდა საწამლავი თუ გარეგანი გამოყენებით. ● XVIII საუკუნეში ევროპაში მოდაში იყო ე.წ. "კრაზანას" წელი, შედეგს კი ქალები კორსეტებით აღწევდნენ. იდეალური სხეულის მისაღებად კი კორსეტების ტარებას ბავშვობიდან იწყებდნენ. კორსეტი ზევით წევდა მკერდს, ამცირებდა წელის სიგანეს და ზურგში გაჭიმვას უწყობდა ხელს, თუმცა ამტვრევდა ნეკნებს. იმის გამო, რომ კორსეტები ხისგან მზადდებოდა, ხელს უშლიდა გულ–მკერდის გაფართოვებას და გულისწასვლების ფაქტი უჟანგბადობის გამო ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კორსეტის მუდმივი ტარება იწვევდა ნეკნების დეფორმაციას და გულის და ფილტვების მრავალ ქრონიკულ დაავადებას. ქალებს ჰქონდათ ატროფირებული სარძევე ჯირკვლები და წელის ქრონიკული ტკივილები. ● უძველეს რომსა და საბერძნეთში მცენარე ბელადონასგან ამზადებდნენ შხამს. შუა საუკუნეებში მცენარისგან მზადდებოდა მალამო, რომელიც გამოყენების შემდეგ იწვევდა ჰალუცინაციებს. ხოლო XVIII- XIX საუკუნეებში ევროპაში ბელადონას თვალის წვეთები გახდა აქტუალური. წვეთების ჩაწვეთების შემდეგ თვალის გუგები ფართოვდებოდა და თვალი ხდებოდა უფრო გამომხატველი, რაც მიმზიდველად მიაჩნდათ. თუმცა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ წვეთებს ადამიანი მიყავდა სიბრმავემდე და მიუხედავად ამისა, გამომხატველი თვალების მოდა პრეპარატის გამოყენების გზით XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. ● XX საუკუნეში სიგამხდრემ მოდის პიკს მიაღწია. ბევრი ქალი მზად იყო უსწრაფესად შედეგის მისაღწევად პარაზიტი ჭიებიც კი გადაეყლაპა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ჭიები მიირთმევდნენ ყველა საჭირო ვიტამინს და პროდუქტს, შედეგად მანდილოსნები იწყებდნენ გახდომას. სასურველი შედეგიც სწრაფად მიიღწეოდა, თუმცა ჭიები იზრდებოდნენ და სუქდებოდნენ, მათი ზომა 50 სანტიმეტრსაც აღწევდა, რის გამოც ორგანიზმიდან გამოდევნა სპეციალური პრეპარატებით ან ქირურგიული გზით ხდებოდა შესაძლებელი. მსგავსი დიეტის შემთხვევაში ლეტალური ფაქტები მრავლად იყო. ჭიას იშორებდნენ, თუმცა მის შთამომავლებს, რომლებიც ორგანიზმში კვერცხების სახით რჩებოდა და მრავლდებოდა, ვეღარ. იხილეთ აგრეთვე: ● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1) ● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2) ● 7 ყველაზე უცნაური და სახიფათო მეთოდი წონაში დასაკლებად ● ყველაზე უცნაური დიეტები რაც კი გსმენიათ 2103 17-ს მოსწონს
|