x
image
კატაპულტი
გორში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა
image
გორში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიების ხელმძღვანელები აირჩიეს. საკრებულოს ხელმძღვანელად დავით რაზმაძე დაინიშნა, მის მოადგილედ მარლენ ნადირაძე.მათ არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს და სხდომა დატოვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ისინი უარს ამბობენ ამ საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაზე.

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა ასევე “პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა თამარ კოდოშვილმა.

ოპოზიციური პარტიებიდან სხდომას მხოლოდ “შენების მოძრაობისა" და “ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებოდნენ.პირველმა მათგანმა, ბადრი ნანეტაშვილმა თავი შეიკავა არჩევნებში მონაწილეობაზე. “ევროპული საქართველოს" წევრებმა კი თავიანთი აზრი დააფიქსირეს.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 4%-იანი ბარიერი სულ ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა.შესაბამისად, გორის საკრებულოს შემადგენლობაში პროპორციული სისტემით მოხვდენ:


“ქართულო ოცნების" 8წევრი,

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 3 წევრი,

“ევროპილი საქართველოს" 2 წევრი,

“პატრიოტთა ალიანსის" და “შენების მოძრაობის" 1-1 წევრი,

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, საკრებულოში შევიდა “ქართული ოცნების" 24 წევრი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

0
28
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0