საზოგადოება ნახატი , რომლის ორიგინალიც არ უნდა ნახო ! 2017, 15 ნოემბერი, 1:24 ჯერ კიდევ ძველი დროიდან დღემდე, ზოგიერთ რელიგიურ სწავლებაში, იკრძალება ადამიანთა პორტრეტების ხატვა, რადგან, მიიჩნევენ, რომ ნახატი ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია და იმდენად ახლოა კავშირი მასა და ადამიანს შორის, რომ დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს. თითოეული ნახატი, რომ ენერგეტიკის მატარებელია, უდავოა, მაგრამ რამდენად შეუძლია პიროვნებაზე ზეგავლენის მოხდენა ეს ცალკე საკითხია. არავინ იცის ეს უბრალოდ დამთხვევა, ზებუნებრივი ძალაა თუ გავლენა. ფაქტია, ნახატის დასრულებიდან, უმოკლეს დროში, იაპონელმა მხატვარმა ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება. მას შემდეგაც არ შემწყდარა სუიციდის მცდელობები და ტრაგიკული შემთხვევები. ამბობენ, რომ თუ ორიგინალ ვერსიას 5 წუთზე მეტხანს უყურებ, ნახატის მიმიკა შეიცვლება. თმა იწყებს გამუქებას, თვალები შეწითლებას და იმდენად შემზარავი ხდება, რომ ადამიანის ფსიქიკაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. 756 4-ს მოსწონს |