ფოტოგრაფია ფოტოები, რომელთა ნახვის შემდეგ სიკეთის კეთება მოგინდებათ 2017, 17 ნოემბერი, 10:01 საკუთარ ბედზე წუწუნი და ცხოვრების უსამართლობაზე საუბარი ადვილია და ბევრად უფრო რთულია მადლიერების გამოჩენა, სიკეთის კეთება და საკუთარი მაგალითით, იმ ადამიანებისთვის გზის განათება, ვისაც თუნდაც სინათლის პატარა სხივი და იმედის ნაპერწკალი ესაჭიროებათ ცხოვრების გასაგრძელებლად.
ჩვენს ირგვლივ და მსოფლიოში ბევრი დადებითი მოვლენაა, რომლითაც კაცობრიობას შეუძლია იამაყოს, და მათ შორის არის სიკეთის კეთებაც. ქვემოთ მოცემულ სურათებზე სწორედ ეს მომენტებია დაფიქსირებული:
პატარა გოგონა ცდილობს ცრემლი მოსწმინდოს მამაკაცს ტელეეკრანზე ბავშვები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ... მეხანძრემ გადარჩენილ კნუტს ჟანგბადის ნიღაბი გაუკეთა საზღვაო ქვეითი მარათონს, საკუთარ ჯგუფს ჩამორჩენილ, ბიჭთან ერთად გარბის «სტუმრად ბებოსთან» დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები სუპერგმირების ფორმებში გამოეწყვნენ, რომ ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტები გაეხარებინათ
კვირაში ერთხელ, ეს სტილისტი უსახლკაროებს კრეჭს და ვარცხნილობას უკეთებსსერფერებმა გასაჭირში ჩავარდნილი პატარა ვეშაპის ხმა გაიგეს და დასახმარებლად მივიდნენ პატარა ტახები ღობეში გაიჭედნენ და დასახმარებლად მაშველები მივიდნენ მოხუცი მამაკაცი ახალგაზრდას ჰალსტუხის გაკეთებას ასწავლის ამ ადამიანმა მოიგონა მეთოდი, რომლის მეშვეობით, რამდენიმე ლეკვს ერთდროულად აჭმევს ორი ახალგაზრდა წყალში ჩავარდნილ ბატკანს ეხმარება ხალხმა ვაგონი ააყირავა, რომ ქალს მიხმარებოდა, რომელიც მატარებელსა და პლათფორმას შორის გაიჭედა ველოსიპედისტები კოალას წყალს ასმევენ, რომელსაც სავარაუდოდ გაუწყლოების პრობლემა ჰქონდა 15 ფოტო ათასობით სიტყვის ნაცვლად. ისტორიული ფოტოები, რომლებიც საკუთარ თავზე თავად მეტყველებენ უფრო მეტი, ვიდრე ფოტო საოცარი სამყარო ჩვენს ირგვლივ (60 ფოტო)
634 7-ს მოსწონს
|