1. პორტატული კომპიუტერის იდეა ეკუთვნის ალან ქეის. უკვე 38 წლის ასაკში ალანმა წარმოადგინა პორტატული გამომთვლელი მანქანა, რომელიც იყო ბლოკნოტის ზომის, გააჩნდა პრტყელი ეკრანი, ჰქონდა საკუთარი მეხსიერება და რაც მთავარია, იყო ხელმისაწვდომი ფართო მასისთვის.
![საინტერესო ფაქტები ნოუთბუქის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/20171114210440127.jpg)
2. ალანის ხმამაღალ მაგრამ პერსპექტიულ იდეას ფრთები შეესხა 1982 წელს. პირველი ნოუთბუქი შეიქმნა NASA-ს შეკვეთით. კომპანია GRID SYSTEMS-მა შეასრულა შეკვეთა და მსოფლიოში გამოჩნდა პირველი ნოუთბუქი სახელად GRID COMPASS.
![საინტერესო ფაქტები ნოუთბუქის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/20171114211254127.jpg)
3. ყველაზე მსუბუქი ნოუთბუქი წარმოადგინა კომპანია სონიმ, რომლის მასაა 365 გრამი. საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასეთი მასის მქონე ნოუთბუქს ოპერატიული მეხსიერება 40 გეგაბაიტი აქ და კვების წყაროდ გამოიყენება სპეციალურად დამზადებული აკუმულატორი.
4. სტატისტიკის მიხედვით ნოუთბუქის მომხმარებელთა 68% იყენებს მას სამსახურისთვის, 21% გართობისთვის (თამაშები, ფილმები და სხვა), 9% აქტიურად იყენებს ნოუთბუქს სწავლისთვის და 70%-ზე მეტი კი ინტერნეტის მომხმარებელია.
![საინტერესო ფაქტები ნოუთბუქის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/20171114212250127.jpg)
5. ყველაზე უცნაური გახლავთ იუველირების მიერ გაკეთებული ხრუსტალის ნოუთბუქი.
6. რამდენია ნოუთბუქის მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა? ამ მხრივ ყველაზე გამძლე ნოუთბუქი მუშაობს საწვავის ელემენტებზე და ძლებს სამუშაო რეჟიმში 24 საათს.
7. 1980 წლიდან ამერიკაში დაიწყო ნოუთბუქების აქტიური რეალიზაცია. პირველი მოდელების ფასი 2000 დოლარს აღწევდა. მათი მასა გახლდათ დაახლოებით 4კგ. ასევე არსებობდა მოდელები ჩაშენებული პრინტერით რომლის წონა 7 კილოს აღწევდა.
![საინტერესო ფაქტები ნოუთბუქის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/20171114213157127.jpg)
8. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებისთვის სასტიკად არამიზანშეწონილია ნოუთბუქის მუხლებზე დადება ჩართულ მდგომარეობაში. აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება მძიმე ზიანი მიაყენოს კომპიუტერის მფლობელს.