სხვა რატომ ითვლება საბჭოთა პერიოდის ნაყინი ყველაზე გემრიელად და რისგან მზადდებოდა ის სინამდვილეში? 2017, 15 ნოემბერი, 12:39 ისტორია, ამ საყვარელი დესერტისა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან ასე გემრიელად გვახსოვს, გაგიკვირდებათ და 5000-ზე მეტ წელს ითვლის. წყაროების თანახმად ამ ტკბილი დესერტით უძველეს რომში იმპერატორი ნერონიც კი იტკბარუნებდა პირს და იგრილებდა ყელს.
მაშ, რა არის საბჭოთა ნაყინის ფენომენი, რომელმაც ბევრი აღგვაფრთოვანა ბავშვობიდან? მაშინ მხოლოდ ერთი გემოს ნაყინი არსებობდა- რძითა და ნაღებით ვანილის პლომბირი, რომლის გემოც მართლაც განუმეორებელი იყო და რაში მდგომარეობს საიდუმლო ამ უნიკალური გემოსი? საბჭოთა შვილების საყვარელ დელიკატესს აწარმოებდა ГОСТ 117-41, რომლის წარმოებაც მან 1941 წლის 12 მარტიდან დაიწყო და მის შემადგენლობაში არ იყო არცერთი კონსერვანტი, მხოლოდ ნატურალური რძე. ქალაქის ნებისმიერ საწარმოში გამოიყენებოდა მხოლოდ ერთი ტექნოლოგია და მათი გემოები სწორედ ამიტომ იყო მსგავსი. თავდაპირველად, საბჭოთა მთავრობამ ნაყინი არ გააფუჭა და მას- "პროდუქტი ბურჟუაზიული არომატით" უწოდა. მან ვერ შეძლო პროლეტარული საზოგადოების თვალში დისკრედიტაცია და ომის შემდეგ ფართოდ გავრცელდა. უნიკალური გემოსა და ღირებულებების მქონე დესერტის ფასები სრულიად ხელმისაწვდომი იყო: "გედი"- 13 კაპიკი; მხოლოდ რძის- 9 კაპიკი; შოკოლადის ესკიმო- 11 კაპიკი; ყველაზე დიდი წონის- 22 კაპიკი; ლენინგრადის გამოშვება შოკოლადის- 28 კაპიკი; ვაფლის ჭიქით (სტაკანჩიკი)- 28-კაპიკი; ნაყინის ტორტიც 28 კაპიკი. სამრეწველო ლიანდაგზე ნაყინი პირველად 1930-იან წლებში დაეშვა. სსრკ-ს კვების კომისარმა ანასტა მიქოიანმა გამოსცა განკარგულება, რომ მასობრივი წარმოების პროდუქტი გამხდარიყო და თანაც მისაღებ ფასად. ასევე მისი თქმით, საბჭოთა მოქალაქეს წელიწადის განმავლობაში უნდა შესძლებოდა ხუთი კილოგრამი ნაყინის მირთმევა ისე, რომ ფასს ხელი არ შეეშალა. იმ დროისთვის ამერიკაში წელიწადში 600 ათასი ტონა ნაყინის წარმოება ხდებოდა, საბჭოთა ქვეყნებში კი მხოლოდ 8 ათასი ტონა. ფაქტით უკმაყოფილო ანასტა მიქოიანი თავად წასულა ამერიკაში სიტუაციის რადიკალურად შეცვლის მოტივით და ჩამოუტანია სპეციალური ინვენტარი. 1937 წლის 4 ნოემბერს საბჭოთა ქვეყნებში მათი მასობრივი სერია დაიბეჭდა. მალევე კი ცივი შემნახველი ობიექტები გაიხსნა. პროდუქციის ხარისხს ექცეოდა უდიდესი ყურადღება, ის უნდა ყოფილიყო თოვლივით ქათქათა და დაეკმაყოფილებინა შესაბამისი სუნი და გემო. მინიჭებული 100 ბალიანი სისტემიდან თუ მთლიან პროცენტულობას არ დააკმაყოფილებდა, ამ პარტიას "დაბრაკავდნენ" (წუნდადებული) და გაყიდვაში არ გავიდოდა. აშშ-ს შემდეგ კი საბჭოური ნაყინი მეორე ადგილზე იყო მთელს მსოფლიოში. წელიწადის მანძილზე კი 2 ათასი ტონა ექსპორტზე გადიოდა სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მხოლოდ პრესტიჟული კლასისთვის იყო ხელმისაწვდომი და ძირითადად ძვირადღირებულ რესტორნებში ჰქონდათ დესერტად. შეფუთვაში 50 და 100 გრამი ნაყინი იყო გაყიდვაში და 1950-ნი წლიდან უკვე სარეკლამო აბრები გაჩნდა, რომელზეც პინგვინები წარმოადგენდნენ ნაყინის სახეს. კიოსკებთან, რომლებშიც ნაყინი იყიდებოდა, უსასრულო რიგები იდგა და თუ შემთხვევით გათავდებოდა, დესერტის მოყვარულები ორი საათის განმავლობშიც სიამოვნებით ელოდნენ ახალი პარტიის მიღებას. 1990 წლიდან საბჭოთა ნაყინის გემომ განიცადა მზის ჩასვლა, რადგან ქვეყნებში დაიწყო დანამატების შემცველი ნაყინის იმპორტირება და ნელ-ნელა საბჭოური ნაყინის გემო დავიწყებას მიეცა. იხილეთ აგრეთვე: ● როგორ იხსნა ლიმონათმა პარიზი ჭირისგან ● საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ! ● მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთ 2901 18-ს მოსწონს
|