ქალი და მამაკაცი 44 წლის ბრიტანელმა ქალმა მიატოვა ქმარი,9 შვილი და აფრიკაში 30 წლის კაცს ჩააკითხა,რომელიც "ფეისბუქით" გაიცნო 2017, 14 ნოემბერი, 18:40 ![]() ენდი აღნიშნავს, რომ მის ცოლს აფრიკელმა მამაკაცმა ტვინი გამოურეცხა, აფრიკაში წასვლის წინ ერთი თვით ადრე ჰაიდიმ სხეული ტატუებით აიჭრელა და უცხოპლანეტელს დაემსგავსა, შემდეგ კი ცხოვრებაში პირველად დატოვა დიდი ბრიტანეთი და გაემგზავრა აფრიკაში მამადუ ჯალოუსთან, თან ქმარს დაუტოვა 9 შვილი. ![]() წყვილს 6 საერთო შვილი ჰყავთ, აგრეთვე ჰაიდის სამი შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან, ენდი მათ როგორც საკუთარ შვილებს, ისე ზრდიდა. თვითონ ჰაიდი აცხადებს, რომ მისი ახალი რჩეული არის ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც არ ცდილობს ბრიტანული პასპორტის მიღებას და თან მათი ურთიერთობა სავსეა სიყვარულით და ჰარმონიით. ჰაიდი:"მე შევხვდი ახალგაზრდა ჯენლტმენს და ეს არ არის ინტრიგა....ჩვენს ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, ერთმანეთისთვის გავუცხოვდით, განა ქალს არა აქვს უფლება ბედნიერი იყოს?" ![]() "ამა წლის მარტის თვიდან შევამჩნიე ჩემს ცოლში ცვლილება, მას შემდეგ, როდესაც სოციალურ ქსელში აფრიკელ და აზიელ მამაკაცებს იმატებდა მეგობრებად, ამასთანავე დაიწყო მაკიაჟის ხმარება და იმ კაბებს იცვამდა, რომელსაც აქამდე არ ხმარობდა"-აღნიშნავს ენდი. ![]() ჰაიდი კი აცხადებს, რომ მისი მომავალი 5 000 კილომეტრით დაშორებულ გამბიაშია თავის ახალ ბოიფრენდთან და შვილებთან ერთად, რომლებსაც ყოველდღე ესაუბრება ვიდეოთვალით. ენდიმ და ჰაიდიმ ერთმანეთი 90-იანი წლების პირველ ნახევარში გაიცნეს და როგორც მამაკაცი აღნიშნავს, მათი ურთიერთობა საკმაოდ მყარი იყო. ![]() 759 7-ს მოსწონს
|