ქალი განსაცვიფრებელი ეფექტი თმებისთვის, რომლის მიღწევაც ძალზედ მარტივია 2017, 15 ნოემბერი, 9:13
პრიდოქსინი ვიტამინი В6 თმისთვის.
პირიდოქსინის ნიღაბი ძალზედ ხელსაყრელია და სასარგებლოა თმის სრულყოფილი მდგომარეობის შესანარჩუნებლად და მის აღსადგენად. ის საუკეთესო ალტერნატივაა სალონში სიარულისა და იქ შესრულებული სხვადასხვა ოპერაციებისა. პირადოქსინი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, იგი პასუხისმგებელია ცილის მეტაბოლიზმზე, სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებაზე, ვიზუალურ სიჯანსაღესა და თმის ზრდაზე. ამ სასწაულებრივი ნიღბის მომზადება თმის ზრდისა და მისი გაძლიერებისათვის მარტივია და არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებული ნივთიერებების მოძიებას, რომლებიც დიდ ხარჯებთან და დროის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. თქვენ უბრალოდ დაგჭირდებათ პირიდოქსინის ამპულა. გამოყენებამდე აუცილბელია შემოწმდეთ ალერგიულობაზე. პირიდოქსინის თვისებები: 1. აძლიერებს თმის ფესვებს; 2. ამცირებს მათი დაკარგვის რისკს და კურნავს მის ძირებს; 3. ზრდის თმას; 4. აჯანსაღებს თმას და მატებს მას ბზინვარებას; 5. აფერხებს კანდიდოზის წარმოქმნას; ნიღაბი თმისთვის შეურიეთ ორი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და ორი ან სამი აპულა პირიდოქსინი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ვიტამინი А-სა და ვიტამინ Е-ს წვეთები, დაიტანეთ ნიღაბი თმაზე შხაპის/აბაზანის მიღების წინ. მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ ნარევი გააცხელოთ. შეიზილეთ მიღებული მასა თმებში. მასაჟის შემდეგ ჩამოიბანეთ თმები შამპუნით და გაიმშრალეთ თმები ფენით. თმა გახდება ელასტიური და აბრეშუმისებრი. გამამკვრივებელი ნიღაბი აბუსალათინის ზეთი და ოროვანდის ზეთი (ჩაის კოვზით) ლიმონის წვენი (ორი ჩაის კოვზი) პირიდოქსინი (სამი ჩაის კოვზი) ვიტამინები A, E, Д შეურიეთ ერთმანეთში. კვირაში ორჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაიტანეთ თმებზე ნიღაბის სახით, თავდაპირველად თმის ძირებში, შემდეგ კი მთლიან სიგრძეზე, ამ პროცედურიდან ერთი საათის შემდეგ კი თმა საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ. 373 7-ს მოსწონს
|