x
image
კატაპულტი
10 ცნობილი ქართველი,რომელიც გორში დაიბადა
image


საქართველოს ყველა კუთხეს ჰყავს ცნობილი ადამიანი აღზრდილი, ამ მხრივ არც შიდა ქართლია გამონაკლისი.ქვემოთ მოკლედ გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც შიდა ქართლის გულში, გორში დაიბადნენ და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერნენ:

პირველი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ იაკობ გოგებაშვილი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე, სახელმძღვანელოების “ბუნების კარი" და “დედა ენის" ავტორი.იგი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა გორის რაიონის სოფელ ვარიანში.

რაც არ უნდა აზრთა სხვადასხვაობა უნდა არსებობდეს მის ავ-კარგიანობაზე, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ მსოფლიოსათვის ცნობილი სტალინი.იოსებ ჯუღაშვილი 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა ქალაქ გორში.ქალაქის ცენტრში დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი სახლ-მუზეუმი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.


გორის რაიონის სოფელ თამარაშენში 1854 წლის 8თებერვალს დაიბადა მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი.მის გვარს უკავშირდება გორის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილისათვის “სამაჩაბლოს" დარქმევა.

1897 წლის 26 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში დაიბადა პირველი ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნიკო კეცხოველი.

ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი მერაბ მამარდაშვილი 1930 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ქალაქ გორში.

1852 წლის 19 თებერვალს კი გორის რაიონის სოფელ არბოში დაიბადა ნიკო ლომოური, მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.მისი ფსევდონიმები იყო “ლევან ცაველი". ..არბოელი", “გორელი" და სხვა.

ქალაქ გორში 1851 წლის 16 ივნისს დაიბადა “მაგდანასდ ლურჯას" ავტორი ეკატერინე გაბაშვილი.

გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზში დაიბადა კირიონ II, საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ(1917-1918წწ.).ეს მოხდა 1855 წლის 10 ნოემბერს.2002 წელს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული.

image

და ბოლოს, თანამედროვე ისტორიაში ორი გამორჩეული ადამიანი:

ლაშა შავდათუაშვილი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი 66კგ-მდე ძიუდოისტთა შორის, დაიბადა 1992 წლის 31 იანვარს გორის რაიონის სოფელ კარალეთში.

ქართული პოლიტიკის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ოქრუაშვილი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში.2001-2002 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2003-2004 წლებში–შიდა ქართლის გუბერნატორი, 2004 წელს გადავიდა გენერალური პროკუროსის თანამდებობაზე, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად, 2004-2006 წლებში კი იყო თვადაცვის მინისტრი, 2006-2007 წლებში- ეკონომიკური განვითარების მინისტრი.


1
1986
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1986
  
2018, 23 თებერვალი, 17:34
დიმიტრი ყიფიანი, 1814 წელი, სოფელი მერეთი.
0 1 1