სხვა Rocker თხილამურები 2011, 4 ნოემბერი, 7:16 ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება თხილამურები და მათ წარმოებაში არსებული მიღწევები. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ტექნოლოგიაა Rocker, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის. Rocker-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი თხილამურებით სრიალის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და ხდის უფრო სასიამოვნოს. ყოველმა მოთხილამურემ იცის, რომ ღრმა თოვლში სრიალისას თხილამურის წვერი ხშირად ეფლობა თოვლში, რის გამოც გამოუცდელი მოთხილამურეები ცდილობენ გადაიხარონ უკან და წონასწორობის ცენტრი გადაიტანონ თხილამურების ბოლოსკენ. ასეთ მდგომარეობაში სრიალი საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, რომელიც არღვევს არამარტო სრიალის სწორ ტექნიკას არამედ შესაძლებელია გამოიწვიოს მუხლის ტრავმებიც. ეს მდგომარეობა შეიცვალა Rocker ტექნოლოგიით დამზადებული თხილამურების გამოჩენის შემდეგ. მთავარი ამ ტექნოლოგიაში არის თხილამურის განახლებული პროფილი. ასეთი თხილამურების ცხვირი აზნექილია ზემოთ და მოთხილამურეს ეძლევა შესაძლებლობა უფრო ადვილად დაიჭიროს თხილამურები თოვლის ზედაპირზე. ეს კი გაძლევთ შესაძლებლობას აღარ გადაიხაროთ უკან და უფრო აგრესიულად ისრიალოთ ღრმა თოვლში.ტექნოლოგია Rocker უფრო სასიამოვნოს ხდის ყველა სახის, მათ შორის გატკეპნილ, მოვლილ რელიეფზე სრიალს. აზნექილი ცხვირის გამო უფრო მოკლეა თოვლთან შეხებაში მყოფი გვერდითა წიბოც რის გამოც, თხილამურები ხდება უფრო მანევრირებადი, ხოლო მიხვევ-მოხვევა უფრო ადვილი. Rocker გამოადგება ყველას, ვისაც სურს გაიუმჯობესოს სრიალის სტილი და მიიღოს მეტი სიამოვნება საყვარელი გართობისაგან. ქვემოთ ჩამოთვლილია ამ ტექნოლოგიით დამზადებული მოდელები: Volkl Shiro, Line Mr. Pollard's Opus, Salomon Rocker 2, Atomic Century, Rossignol S7W, K2 SuperBurnin. 70 3-ს მოსწონს
|