x
image
ნინო მესხიძე
ვარსკვლავები და მათი საყვარელი ჩანთები
image

ყველა ქალის გარდერობში იპოვით გამორჩეულად საყვარელ ჩანთას. ამ მხრივ ვარსკვლავებიც არ არიან გამონაკლისები. ჩანთის არჩევისას ისინი უპირატესობას მოდურ ბრენდებს ანიჭებენ და იქამდე დაატარებენ სანამ არ მობეზრდებათ. მოდით გადავხედოთ მათ გემოვნებას.

ლივ ტაილერი

image


როგორც ახალგაზრდა დედა, ლივი დიდი და ტევადი ჩანთებით დადის, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ფავორიტი ჩანთა არის Givenchy Melancholia .

ჯესიკა ალბა

image

ულამაზესი და საოცრად გემოვნებიანი ჯესიკა უპირატესობას ანიჭებს Louis Vuitton-ის ბრენდს.

ვიქტორია ბეკჰემი

image

მოდის დედოფალი უბრალოდ აღმერთებს Hermès Birkin -ს და აღიარებს რომ ამ ბრენდის კოლექცია აქვს.

სალმა ჰაიეკი

image

ესპანელი ლამაზმანი Givenchy - ს მოყვარულია. ხშირად დავინახავთ მას ამ ბრენდის ჩანთით ხელში.

სიენა მილერიimageსიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას კომფორტს ანიჭებს, სწორედ ამიტომ მან Mansur Gavriel-ის ბრენდზე შეაჩერა არჩევანი.

ნაომი კემპბელი

image

შავი პანტერა მოდის სამყაროში წლებია წამყვანი ფიგურაა და ამ ხნის მანძილზე Louis Vuitton-ის ჩანთებს ანიჭებს უპირატესობას.

ქეით ჰადსონიimage
მსახიობი ქეით ჰადსონი შანელის დიდი გულშემატკივარია და მიუხედავად იმისა, რომ სტელა მაკარტნისთან მეგობრობს, ის ატარებს Karl Lagerfeld -ის ჩანთებს.

ქეით მიდლტონი

image

კემბრიჯის ჰერცოგინიას დახვეწილი გემოვნების შესახებ უკვე ლეგენდები დადის. მას ყოველთვის მოხდენილად აცვია და აქსესუარებიც გულდასმით აქვს შერჩეული. ეტიკეტიდან გამომდინარე ქეითის პატარა ზომის ჩანთებში აშკარა ლიდერია - Mulberry.


0
188
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0