ქალი და მამაკაცი როგორ გავიადვილოთ ურთიერთობა პატარებთან? - რჩევები დედიკოებს 2017, 12 ნოემბერი, 21:05 ბავშვის ფსიქიკა საკმაოდ ფაქიზი რამ არის, სწორედ ამიტომ დედები ხშირად ცდილობენ ოქროს შუალედი დაიჭირონ, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ გამოდის, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი ბავშვი საკმაოდ ურჩია და ძნელია წონასწორობის შენარჩუნება.მათ არ შეიძლება ისე მივუდგეთ, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ამისათვის საჭიროა კარგად შევისწავლოთ ფსიქიკა, რომ შევძლოთ როგორც ურთიერთობა, ისე რაიმეს დასწავლა მათთვის. გაითვალისწინეთ:ყოველი მათგანი არის ინდივიდი და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. შემოგთავაზებთ ოთხ ძირითად ფაქტორს, რაზე დაყრდნობითაც გაგიადვილდებათ ურთიერთობა თქვენს პატარებთან. ყოველ ჩვენგანს გაგვაჩნია ტემპერამენტის ტიპი, რომელიც იცვლება და არ არის მუდმივი, მაგრამ ახასიათებს ინდივიდუალური თვისებები.ამით თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ ტემპერამენტის რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი პატარა და შესაბამისად გეცოდინებათ, როგორ ხერხს მიმართოთ მათ დასამორჩილებლად. ქოლერიკული-ტემპერამენტის მქონე ბავშვები აქტიურები და ენერგიულები არიან, ხშირად იჩენენ ინიციატივას და დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ, უყვართ ჯგუფური თამაშები.ნელი სტატიკური პროცესები მათთვის მოსაწყენია.დავალებას სხარტად ასრულებენ, რის გამოც ხშირად გამორჩებათ ხოლმე ასოები და უშვებენ მექანიკურ შეცდომებს. სპეციალისტები გირჩევენ: ამ ტიპის ბავშვებს საკუთარი შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების ჩვევა განუვითაროთ. ჭკუის დარიგება, დიდაქტიკური და მენტორული ტონი უკუეფექტს გამოიწვევს და შედეგად მიიღებთ დაუმორჩილებლობას, წესების განზრახ დარღვევას. დაუშვებელია: ზღვარგადასული კონტროლი ან/და სრული უკონტროლობა. ერიდეთ: ურთიერთობის ავტორიტარულ სტილს. სანგვინიკური-ტემპერამენტის მქონე ბავშვი ძალიან ენერგიულია.მუდამ მზად არის ჩაერთოს ხალხთან საუბარში.ადვილად უქრებათ ენთუზიაზმი და არიან “ბუტიები''. ადვილად სწყინთ და ასევე ადვილად ავიწყდებათ შემდგომ.თუ რაიმე დააშავა უმჯობესია ან იმავე წუთში მიუთითოთ ან საერთოდ არ მიუთითოთ.ერთი საათითაც, რომ დააგვიანოთ საპასუხო რეაქცია, მას ავიწყდება და ვეღარ ხვდება რაზე ეჩხუბებით.ამიტომ სტრესი უვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ხასიათი აქვს, საქმის ბოლომდე მიყვანა უჭირს. დაუშვებელია: მუქარით აიძულოთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.შესთავაზეთ წამახალისებელი ჯილდო. კონტროლი მშობლის მხრიდან უნდა იყოს სისტემატიური. მოთხოვნა-მკაცრი და ყოველდღიური. მელანქოლიკი-მორცხვი და მშიშარაა.მიუხედავად იმისა, რომ კარგად ასრულებს დავალებას, ის საკუთარ თავში დარწმუნებული არასდროსაა, ამიტომ ხშირად შეუქეთ.შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ნუ უსაყვედურებთ.გაუსვით ხაზი სწორ პასუხებს.ამით მას სტიმულს მისცემთ.წყენა საკმაოდ დიდხანს ამახსოვრდება.არის პასიური.იშვიათად იცინის და ხმაურიანი ბავშვები ღლის. დაუშვებელია: საყვედური იმის გამო, რომ ნელია, ზარმაცი, გულდახურული.ამით არასრულფასოვნების კომპლექსს ჩამოუყალიბებთ. ფლეგმატიკური-ბავშვის პრინციპია-“ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ხვალ''.ცვლილებებს ძნელად ეგუება.საკმაოდ ჯიუტია.ნუ ეცდებით ყვირილითა და სკანდალებით აიძულოთ დავალების შესრულება.ასეთი ბავშვის აღზრდა მოითხოვს მოთმინებას.მას ბუნებიდან თან სდევს სიზარმაცე, ამიტომ ატარეთ სპორტზე, რომ მიეჩვიოს აქტიურ ცხოვრებას ნელ-ნელა. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ინდივიდუალური მიდგომა-ბავშვის თავისებურებების გათვალისწინებით, დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ მისი ნატურის დადებითი მხარეები. ტემპერამენტის ტიპი-მომავალი ხასიათის ჩამოყალიბების საფუძველია, რომელიც პიროვნების ქმედებებში აისახება. 23 3-ს მოსწონს |