x
image
გვანცა1234
როგორ გავხდეთ უკეთესი მეგობარი - რჩევები, რომლებიც გამოგადგებათ
თქვენი ცხოვრების განმავლობაში, ბევრნაირ მეგობრობას გამოცდით. ისინი გაგზრდიან, შეგცვლიან თქვენ და თქვენს ცხოვრებას. ბევრი სახის მეგობრობა არსებოს - არსებობენ ძველი მეგობრები, რომლებიც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან; მეგობრები, რომელთაც ცხოვრები რთულ მომენტში შეხვდით; მეგობრები, რომელთაც ოჯახის წევრებად აღიქვამთ და ა.შ. როგორიც არ უნდა იყოს მეგობრობა, ხშირად დგება მომენტი, როდესაც ვერ იჩენთ სათანადო ყურადღებას და საკმარის დროს ვერ ატარებთ მათთან.
თუკი ამის გამოსწორება გსურთ, რა თქმა უნდა შესაძლებელია. არსებობს რაღაცები, რითაც შეძლებთ გახდეთ უკეთესი მეგობარი. ეს კარგად იმოქმედებს ისევე როგორც თქვენზე, ასევე თქვენს მეგობრებზეც.



image



მოუსმინეთ
დამერწმუნებით საშინელებაა, როცა საუბრობ შენთვის მნიშვნელოვან თემაზე და არ გისმენენ. გასაგებია, რომ ხანდახან ყველას ბეზრდება, მაგრამ მეგობრობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ მოუსმინოთ მანამ სანამ თანამოსაუბრე ილაპარაკებს (შესაძლოა მეტადაც კი).
მოსმენა ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს წარმატებულ ურთიერთობაში. მოსმენა, ყოველგვარი განსჯის გარეშე, პრაქტიკულად უძლიერესი რამაა. ეს ქმედება უგზავნის თანამოსაუბრეს მესიჯს, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ მისით, მისი გასაჭირით.
ასე, რომ წესი N1 და მთავარი: მოუსმინეთ მეგობარს ბოლომდე!



image



შეინახეთ საიდუმლოებები
იმაზე ცუდი შეგრძნება არ არსებობს, როდესაც იგებ, რომ თქვენი მეგობარი საიდუმლო დეტალებს თქვენი ცხოვრებიდან, ვინმე სხვას უზიარებს. არადა ხანდახან ძალიან რთულია საიდუმლო მეგობარს არ გაუზიარო.
დღევანდელ, ინფორმაციის სწრაფი და თავისუფალი გადაცემის ეპოქაში განსაკუთრებით კარგი დაფიქრება გმართებთ სანამ გაგზავნის ღილაკს დააწვებოდეთ. როდესაც შენი მეგობარი გეუბნება რაიმეს, რაც მისთვის საიდუმლოა, მნიშვნელობა არ აქვს როგორ გინდათ ეს დედას ან პარტნიორს გაუზიაროთ. კარგი მეგობარი ნებართვას იღებს მანამ, სანამ რაიმეს იტყვის მეგობრის პირადულის შესახებ.
წესი N2 და საკმაოდ მნიშვნელოვანი: ნუ გასცემთ საიდუმლოებებს, როცა საქმე თქვენს მეგობარს ეხება!



image


დასვით შეკითხვები
იმისათვის, რომ შედგეს ნამდვილი დიალოგი დასვით შეკითხვები და აუცილებლად მოუსმინეთ პასუხებს. ხშირად, ადამიანები ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რისი თქმაც მათ სურთ, რის გამოც საუბარი ცალმხრივი გამოდის.
ასე, რომ გულწრფელად დასვით შეკითხვა “როგორ ხარ?'' და ნუ დაკმაყოფილდებით პასუხით - “კარგად, შენ?''
წესი N3 - იმისათვის, რომ იყოთ უკეთესი მეგობარი, დასვით შეკითხვები და დაელოდეთ პასუხებს!

image


იყავით მგრძნობიარე
აჩვენეთ მეგობარს, რომ მისი “ჭირი'' თქვენთვის “ღობის ჩხირი არ არის''. გამოხატეთ რამდენაც მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი გრძნობები. აჩვენეთ მას, რომ გულთან ახლოს მიგაქვთ ისევე როგორც მისი მწუხარება, ასევე სიხარულიც.
წესი N4 - გაიზიარეთ მისი გრძნობები!


image


გამოყავით მათთვის დრო
ძლიერი მეგობრობა დროს და ყურადღებას მოითხოვს. დიახ, რა თქმა უნდა არის პერიოდები, როდესაც ორივე დაკავებულები ხართ და არ გაქვთ დრო მრავალსაათიანი მიმოწერის, ტელეფონზე საუბრის, კაფეში ჯდომისთვის, მაგრამ ერთ-ერთი საშუალება იმისათვის, რომ იყოთ უკეთესი მეგობარი, არის გამონახოთ დრო მეგობრებისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, მეგობრება მაინც უნდა მონახონ კრეატიული გზები, რომ არ გაწყდეს კავშირი მათ შორის.
წესი N5 - იპოვეთ დაკავშირების ნებისმიერი გზა, გამოყავით დრო მეგობრებისთვის!

image


აჩვენეთ, რომ აფასებთ
თქვენი მეგობრები თქვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავენ. ნურასოდეს დაგავიწყდებათ ამის ჩვენება მათთვის. ადამიანები იმახსოვრებენ როგორ განწყობას უქმნით მათ და თუ მათ კარგად აგრძნობინებთ თავს, მაშინ თქვენ შორის მეგობრობაც კარგი იქნება.
ხანდახან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უთხრათ არა “მე შენ მიყვარხარ'', არამედ “გმადლობ რომ არსებობ, მე შენ გაფასებ'' “შენ ბევრს ნიშნავ ჩემთვის''. ადამიანებისთვის ხომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვინმესთვის ბევრს წარმოადგენენ.
წესი N6 - დააფასეთ, გამოხატეთ მადლიერება!



image


ნუ ისაუბრებთ მათზე ზურგს უკან
მეგობარზე ზურგს უკან საუბარი, ძალიან მტკივნეული თემაა. გინდათ იყოთ კარგი მეგობარი?! იყავით ის, ვინც არასოდეს საუბრობს მეგობარზე ნეგატიურად, მითუმეტეს ზურგს უკან. მესმის, რომ ხანდახან მეგობრებიც იქცევიან ისე, რომ მას არ ეთანხმებით, მათი საქციელი თქვენთვის მოსაწონი არაა. ბოლოს და ბოლოს თქვენც ადამიანი ხართ. მაგრამ თუ რაიმეს თქმა გინდათ, უთხარით პირდაპირ, მაგრამ არასოდეს ისაუბროთ სხვასთან მეგობრის უარყოფითზე, ყოველთვის აღნიშნეთ რამდენად კარგია ის.
წესი N7 - “მოყვარეს პირში უძრახეთ''!


image


ნუ მოერიდებით ბოდიშის მოხდას
ყველა ურთიერთობაში დგება რთული მომენტები, თუნდაც ყველაზე ძლიერში. თქვენ უშვებთ შეცდომას, რომლისთვის აუცილებლად უნდა მოიხადოთ ბოდიში. გინდათ იყოთ უკეთესი მეგობარი? დაივიწყეთ სიამაყე და გულწრფელად მოიბოდიშეთ.
წესი N8 - ბოდიშის მოხდაში ცუდი არაფერია, პირიქით!


image


ნუ დაგავიწყდებათ იზრუნოთ საკუთარ თავზე
შეიძლება ყოველივე ზემოთნათქვამის შემდეგ უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ ერთ-ერთი გზა იმისათვის, რომ უფრო კარგი მეგობარი იყოთ, არის, იზრუნოთ საკუთარ თავზე.
შესაძლებლობა იმისა, რომ გიყვარდეთ საკუთარი თავი, პირველ რიგში, გაძლევთ ენერგიას, რომ კარგად წარმართოთ ურთიერთობები. შესაძლებლობა იმისა, რომ იყოთ პრიორიტეტული, გხდით უკეთეს მეგობარს. ისწავლეთ გიყვარდეთ, აფასებდეთ და იღებდეთ საკუთარ თავს ისეთად, როგორიც ხართ და თქვენთან მიმართებაში ყველა იგივენაირად მოიქცევა.
წესი N9 - შეიყვარეთ საკუთარი თავი და მეგობრებიც შეგიყვარებენ!


image

0
259
7-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0