სხვა თუ გაწუხებთ უძილობა, ეს რჩევები დაგეხმარებათ 2017, 12 ნოემბერი, 14:34
დღეს უძილობა, უკვე კარგად ნაცნობი პრობლემაა.გადაუჭრელი საკითხები, არასწორი ცხოვრების რეჟიმი, ხვალინდელ დღეზე ფიქრი, დაკისრებული სამუშაო, -ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ხელისშემშლელ ფაქტორად არის აღიარებული.
თუ ფიქრობთ, რომ არ გყოფნით ძილი და მეორე დღეს თავს გამოუძინებლად გრძნობთ, დროა გადაჭრის გზებზე დაფიქრდეთ.
დაანებეთ თავი იმაზე ფიქრს, რომ მაღვიძარას დარეკვამდე სულ რამოდენიმე საათი დარჩა.მსგავსი ტიპის პანიკურმა შემოტევებმა, შესაძლოა საერთოდ არ მოგცეთ გამოძინების საშუალება.უმთავრესია კარგი განწყობის შექმნა.ნუ დაღლით გონებას ნეგატიური აზრებით.
კომფორტულად მოთავსდით და გააკეთეთ შემდეგი სახის ვარჯიშები : ნაზი მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები და ღრმად ისუნთქეთ.შემდეგ ორ წამიანი შუალედებით, 30 წამის განმავლობაში თვალები დახუჭეთ და გაახილეთ. სასურველია ხმამაღლა ითვალოთ, ამით კონცენტრაციას, მხოლოდ მასზე მოახდენთ და სხვა ფიქრები ხელს არ შეგიშლით. 30 წამის შემდეგ დახუჭეთ თვალები და წრიული მოძრაობები გააკეთეთ თითქოს თვალებით რამეს ეძებთ და ნუ იფიქრებთ დროზე. ამგვარი ვარჯიშები ხელს შეუწყობს მოდუნებას და მშვიდად ძილის საშუალებას მოგცემთ. 97 2-ს მოსწონს |