სისხლის სამართალი მამაკაცმა საკუთარი 4 წლის შვილი მოკლა იმიტომ,რომ ცოლზე ეჭვიანობდა 2017, 12 ნოემბერი, 11:53 ![]() 3 ნოემბერს ევგენია ც. -ს სამსახურში მოუვიდა შეტყობინება ქმრისგან, რომელიც სახლში 4 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა:"ჩვენ ვეღარასდროს გვიხილავ".ქალმა ვერ შეძლო მორიგეობიდან გათავისუფლება.. მამაკაცი ცოლის მოსვლას აღარ დაელოდა, შეიყვანა გარაჟში საკუთარი 4 წლის შვილი, ჩაჯდნენ მანქანაში და სტარტერი ჩართო, ბავშვი მხუთავი აირმა გაგუდა, მამაკაცმა კი, რომელიც ბავშვთან ერთად თავის მოკვლას აპირებდა, ბოლო მომენტში სიმხდალე გამოიჩინა და მანქანიდან გადმოვიდა, ბავშვი კი იქ დატოვა. ![]() -მკვლელი ჩვენი კოლეგის მეუღლეა, ის გახლავთ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის რაიონული განყოფილების გამომძიებელია, 3 ნოემბერს მას სადღეღამისო მორიგეობა უწევდა, ქალს ადრეც ჰქონდა კონფლიქტი ქმართან სამსახურის გამო, მეუღლე ეჭვიანობდა და სკანდალებს უწყობდა, იმ დღეს ქმარმა ევგენიას გამოუგზავნა შემდეგი შეინაარსის სმს-ი:"ჩვენ ვეღარასდროს გვიხილავ", ამის შემდე მამაკაცმა გამოიყვანა საბავშვო ბაღიდან 4 წლის შვილი, შეიყვანა გარაჟში და მხუთავი აირით გაგუდა, თვითონ კი ბოლო მომენტში გარაჟიდან გამოიპარა, ბავშვი ადგილზე დატოვა..ამის შემდეგ დამნაშავე ნოვგოროდში გაიქცა მშობლებთან, თუმცა სამართალდამცავებმა ის დააკავეს.-იტყობინება "პოლიციის ობმუსმენდის" ადმინისტრატორი. ქალმა ერთი უბედურება ვერ მოინელა და ახლა მას მეორეც დაემატა."მასზე მორალურ ზეწოლას ახდნენენ, რომ სამსახურიდან წავიდეს."-აცხადებს ადმინისტრატორი. ![]() 263 8-ს მოსწონს
|