x
დეჟა ვუ-ის რაც აქამდე არ იცოდით
ალბათ ძალიან ბევრი გსმენიათ დეჟა ვუზე.მეტიც, საკუთარ თავზე ბევრჯერ გამოგიცდიათ ისეთი შეგრძნება როგორიცაა-უკვე ნანახის განცდა.შეგშინებიათ და გაგკვირვებიათ, როგორ შეიძლება გენახათ წარსულში ის ადგილი, რომელსაც პირველად ხედავთ.ნახულობთ უამრავ ინფორმაციას ამის შესახებ და მხოლოდ ერთსადაიმავე დებულებებს აწყდებით.

image

ზოგი დაბეჯითებით წერს, რომ ადამიანი ორჯერ იბადება და წარსულში მომხდარი ამბის გამეორება ხდება.ზოგს მიაჩნია, რომ ადამიანს აქვს ზებუნებრივი ძალა და წინასწარ განჭვრეტს მოვლენებს.დეჟა ვუს შემდეგ თვითშეფასება უმაღლდება და საკუთარი თავი მეორე ვანგა ჰგონია.

პარაფსიქოლოგები გეტყვიან, რომ ეს არის რეინკარნაცია და სულს მოგზაურობა შეუძლია.ამ აზრს რა თქმა უნდა არ ეთანხმებიან მეცნიერები და სხვა უფრო სარწმუნო ვერსიას გვთავაზობენ.მათი აზრით, დეჟა ვუ სიზმარში ნანახი სიტუაციისა და აწმყო მოვლენის შეჯახების პროცესია.მაგ: ადამიანს ესა თუ ის ადგილი ნანახი აქვს სიზმარში, მაგრამ არ ახსოვს.ქვეცნობიერში კი დალექილია და რეალობაში იგივე ადგილზე მოხვედრისას უკვე ნანახის შეგრძნება ეუფლება.


ერთ-ერთი ვერსია იმასაც გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვარსებობთ და გვმართავენ სხვები.ჩვენში კი მომავალში მოსახდენი ინფორმაცია უკვე დაპროგრამებულია და სწორედ ამიტომ, წინასწარ ვიცით რა მოხდება.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ერთი დიდი სიცრუეა.დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სიმართლის მარცვალიც კი არ არის ამ მოსაზრებებში.

image

ნეიროფსიქოლოგები და ბიოლოგები დიდხანს იკვლევდნენ ამ უცნაურ ფენომენს და ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე.მათ დეჟა ვუ დაუკავშირეს ტვინის დისფუნქციას, როცა რაღაც მოვლენა მოხდება, ტვინს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ნეირონების საშუალებით მიეწოდება.თუმცა, ხდება გამონაკლისებიც, როცა ანომალიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ტვინს იმაზე გვიან მიეწოდება ინფორმაცია ვიდრე თვალს.ეს ინფორმაცია ახლოსაა დეჟა ვუს განმარტებასთან.

დღესდღეობით ყველაზე მართებულ განმარტებად მიაჩნიათ ის, რომ ადამიანი რაიმეს ხილვისას ან წარმოთქმისას, აუცილებლად განიცდის ფარულ შეგრძნებებს.ანუ ამის შესახებ თავადაც არ იცის.მაგ:როცა სასიამოვნო ამბავს ვიგებთ ჩვენში სასიხარულო ემოცია ჭარბობს.

ნებისმიერ სიტუაციაში, ადამიანი განიცდის ემოციას ან ისე მძაფრად, რომ ამის შესახებ თავადაც იცის, ან ისე სუსტად, რომ ვერ აცნობიერებს.დეჟა ვუ სწორედ ამ ემოციის განმეორებაა.როგორც წესი, ადამიანი სასიხარულო ემოციასაც ყველა დროს განსხვავებული შეგრძნებებით განიცდის და არასდროს არის იდენტური, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, როცა ერთხელ განცდილი ემთხვევა მეორეჯერ განცდილს და ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ გვგონია იმ კონკრეტულ სიტუაციაში ერთ დროს უკვე ვიყავით.

0
138
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი
138