არქიტექტურა ბევრისთვის უცნობი მსოფლიოს საოცარი ნაგებობები (+ფოტოები) 2017, 11 ნოემბერი, 17:59 მსოფლიოში არაერთი ლამაზი ნაგებობაა, რომლებიც არ შედის მსოფლიოს საოცრებებში და ბევრისათვის არცაა მათზე ინფორმაცია ცნობილი.
1.პაკისტანში, ქოლისტანის უდაბნოს ცენტრში უზარმაზარი ქვის ნაგებობები დგას.ეს არის “დერავარტ ფორტის" 40 მრგვალი კოშკი.ვისაც მისი მონახულება სურს, მძიმე მგზავრობა მოუწევს უდაბნოში და ამასთან ემირის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვაც უნდა ჰქონდეს. 2.“კანდი პრამბანანი" არის ყველაზე დიდი ინდუისტური სამონასტრო კომპლექსი ინდონეზიაში.ეს ნაგებობა ნამდვილი არქიტექტურული შედევრია. 3.ჩინეთისა და ბერლინის კედელის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ცოტას თუ ექნება რაიმე გაგონილი ინდოეთის კედელზე.ის 36 კილომეტრის სიგრძისაა და მე-15 საუკუნეში აგებულ კუმბალმერის ციხეს მოიცავს. 4.კიბეები, რომლებიც არსაით მიემართებიან;სვეტები, რომლებიც ცისკენ პალმის ხეებივით აზიდულან.ბრიტანელმა ედვარდ ჯეიმსმა სურეალისტური ნაგებობა შექმნა მექსიკაში, პირდაპირ შუა ჯუნგლებში. 5.ერთი შეხედვით, ეს ნაგებობა ქვიშისაგან დაფარულ შენობას ჰგავს, თუმცა ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი თიხის წმინდა ნაგებობა.ის მალიში მდებარეობს. 6.ტიბეტის ქალაქ ლასაში არსებული ეს ნაგებობა, სახელად “პოტალა პალასტი" უდაოდ დაამშვენებდა მსოფლიოს 7 საოცრებას.იგი დალაი ლამას რეზიდენციას წარმოადგენდა. 7.“კუკულკანის პირამიდა" მაიას ტომისათვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა გამომდინარე იქიდან, რომ იგი კალენდრის როლს ასრულებდა. 8.ირანის პროვინცია ფარსში არის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც აქემენიდური ირანის 4 მეფის სამარხს წარმოადგენს, ერთ–ერთი მათგანი დარიოს I-საა. 9.ერთი შეხედვით, ეს “მფრინავ თეფშს" ჰგავს, თუმცა ბუდისტური სალოცავია ბანგკოკში.ის გარედან დაფარულია 300 000 ბუდას მცირე ქანდაკებით, სალოცავის შიგნით კიდევ 700 000 ასეთი ქანდაკებაა(20 სმ ზომის). 376 3-ს მოსწონს
|