არქიტექტურა ბევრისთვის უცნობი მსოფლიოს საოცარი ნაგებობები (+ფოტოები) 2017, 11 ნოემბერი, 17:59 მსოფლიოში არაერთი ლამაზი ნაგებობაა, რომლებიც არ შედის მსოფლიოს საოცრებებში და ბევრისათვის არცაა მათზე ინფორმაცია ცნობილი.
![]() 1.პაკისტანში, ქოლისტანის უდაბნოს ცენტრში უზარმაზარი ქვის ნაგებობები დგას.ეს არის “დერავარტ ფორტის" 40 მრგვალი კოშკი.ვისაც მისი მონახულება სურს, მძიმე მგზავრობა მოუწევს უდაბნოში და ამასთან ემირის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვაც უნდა ჰქონდეს. ![]() 2.“კანდი პრამბანანი" არის ყველაზე დიდი ინდუისტური სამონასტრო კომპლექსი ინდონეზიაში.ეს ნაგებობა ნამდვილი არქიტექტურული შედევრია. ![]() 3.ჩინეთისა და ბერლინის კედელის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ცოტას თუ ექნება რაიმე გაგონილი ინდოეთის კედელზე.ის 36 კილომეტრის სიგრძისაა და მე-15 საუკუნეში აგებულ კუმბალმერის ციხეს მოიცავს. ![]() 4.კიბეები, რომლებიც არსაით მიემართებიან;სვეტები, რომლებიც ცისკენ პალმის ხეებივით აზიდულან.ბრიტანელმა ედვარდ ჯეიმსმა სურეალისტური ნაგებობა შექმნა მექსიკაში, პირდაპირ შუა ჯუნგლებში. ![]() 5.ერთი შეხედვით, ეს ნაგებობა ქვიშისაგან დაფარულ შენობას ჰგავს, თუმცა ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი თიხის წმინდა ნაგებობა.ის მალიში მდებარეობს. ![]() 6.ტიბეტის ქალაქ ლასაში არსებული ეს ნაგებობა, სახელად “პოტალა პალასტი" უდაოდ დაამშვენებდა მსოფლიოს 7 საოცრებას.იგი დალაი ლამას რეზიდენციას წარმოადგენდა. ![]() 7.“კუკულკანის პირამიდა" მაიას ტომისათვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა გამომდინარე იქიდან, რომ იგი კალენდრის როლს ასრულებდა. ![]() 8.ირანის პროვინცია ფარსში არის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც აქემენიდური ირანის 4 მეფის სამარხს წარმოადგენს, ერთ–ერთი მათგანი დარიოს I-საა. ![]() 9.ერთი შეხედვით, ეს “მფრინავ თეფშს" ჰგავს, თუმცა ბუდისტური სალოცავია ბანგკოკში.ის გარედან დაფარულია 300 000 ბუდას მცირე ქანდაკებით, სალოცავის შიგნით კიდევ 700 000 ასეთი ქანდაკებაა(20 სმ ზომის). 376 3-ს მოსწონს
|