x
image
ნინო მესხიძე
რუსული Vogue-ს თვალით დანახული ანუკი არეშიძე
image

რუსულმა Vogue-მ საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა თბილისის მერის - კახი კალაძის მეუღლეს ანუკი არეშიძეს და მის დიზაინერულ ნიჭს.

image

Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე კულისებიდან გამოიქცა მორცხვი, გამხდარი გოგონა, რომელიც უხერხულად გრძნობდა თავს აუდიტორიის წინაშე და უცებ მიიმალა კულისებს მიღმა. მეორე კვირეულის ფარგლებში კი ანუკი ცდილობდა შეჩვეოდა თავის სტატუსს და უფრო მტკიცედ ეჭირა თავი - წერს Vogue თავის სტატიაში ანუკის შესახებ.


image

Vogue აღნიშნავს, რომ ანუკი ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელმაც არნახული წარმატება მოიპოვა მილანში და მისი ბრენდი არსებობის 4 წლის მანძილზე საოცრად დიდი პოპულარობით სარგებლობს.

image

თვითონ ანუკი კი თავდაბალი და ცოტათი მორცხვი გოგონაა, მაყურებელის წინაშე ის ყოველთვის სერიოზული სახით არის და თავი ღირსეულად უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ეს ლამაზი და დახვეწილი ფიგურის მქონე გოგონა სამი შვილის დედაა. ის იდეალური ქართველი ქალია - მზრუნველი, მეოჯახე, ქალური და ელეგანტური - ამბობს Vogue.

image

0
380
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0