სხვა ილია-მუდამ ჩვენი თანამედროვე (ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში) 2017, 9 ნოემბერი, 22:46
2017 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის დარბაზში გაიმართა ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელიც გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
გთავაზობთ ციტატას შესავალი სიტყვიდან:
"...დამოუკიდებლობისათვის ბრძოლით დაღლილ საქართველოში დაიბადა ილია ჭავჭავაძე... "არსაიდან ხმა არსით ძახილი", ქართველობა თითქოს შეეგუა ახალი პატრონის მმართველობას, ჩუმად გოდებდნენ გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ვახტანგ ორბელიანი, ცოტაც და თავად-აზნაურობას მოსწონს გაქნილი კოლონიზატორი მიხეილ ვორონცოვი... ქართული საქმე წარსულს ჩაბარდა, ერმა დაკარგა ღირსების გრძნობა, მაგრამ მას, ვითარცა ებრაელებს მოსე, ისე მოევლინა მხსნელად ილია ჭავჭავაძე, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიაში..."
სხდომაზე მოხსნებებით ასევე წარსდგნენ: პროფესორი ვახტანგ გურული-"ორად გახლეჩილი ქართული საზოგადოება: შერიგების პერსპექტივა (მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლები) პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე-"პასიური საზოგადოების პრობლემა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში" ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტი გიორგი ჩუბინიძე-"სტუდენტის თვალით დანახული ილია ჭავჭავაძე" სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა. დასასრულს გაიჟღერა ილია ჭავჭავაძის უკვდავი ჰიმნი "ჩემო კარგო ქვეყანა": "ჩემო კარო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია..." 76 7-ს მოსწონს
|