x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი, ჩამეხუტე.." - ნიკა ჩერქეზიშვილი

image

წვიმა როგორ მოვა - ცაა ცარიელი!
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

image

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება.
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

image

მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად
გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

image

მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა.
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი, ჩამეხუტე..

image


ნიკა ჩერქეზიშვილი

0
657
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
657
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0