"თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი, ჩამეხუტე.." - ნიკა ჩერქეზიშვილი
!["თუნდაც მერე კედლის მხარეს
გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი,
ჩამეხუტე.." - ნიკა ჩერქეზიშვილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110917030081656.gif)
წვიმა როგორ მოვა - ცაა ცარიელი!
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
!["თუნდაც მერე კედლის მხარეს
გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი,
ჩამეხუტე.." - ნიკა ჩერქეზიშვილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110917032381656.gif)
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება.
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
!["თუნდაც მერე კედლის მხარეს
გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი,
ჩამეხუტე.." - ნიკა ჩერქეზიშვილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110917011081656.gif)
მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად
გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
!["თუნდაც მერე კედლის მხარეს
გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი,
ჩამეხუტე.." - ნიკა ჩერქეზიშვილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110917012881656.gif)
მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა.
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი, ჩამეხუტე..
!["თუნდაც მერე კედლის მხარეს
გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი,
ჩამეხუტე.." - ნიკა ჩერქეზიშვილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/20171109170944164.gif)
ნიკა ჩერქეზიშვილი