პოლიტიკა ბრიტანეთის პარლამენტის ბარში მომუშავე გოგონამ აღიარა,რომ 30-ზე მეტი დეპუტატი თუ მინისტრი მასზე სექსუალურ ზეწოლას ახდენდა 2017, 9 ნოემბერი, 16:48 ![]() გოგონა აღნიშნავს, რომ 30-მდე დეპუტატმა შესთავაზა სექსი, ხოლო ერთ-ერთი დეპუტატმა სახლამდე სდია და თან ავტობუსში ხელებიც უთათუნა. ![]() მის ბეილიმ 19 წლის ასაკში დაიწყო ბარში მუშაობა და როგორც თვითონ ამტკიცებს ამ ხნის განმავლობაში რეგულარულად აწუხებდნენ მინისტრები. "თავიანთი წარმოსახვით ისინი საკუთარ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ, იმიტომ, რომ მე ვიყავი ძალზე ახალგაზრდა გოგონა, ისინი კი საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევნდნენ და მათი აზრით ადვილად ხელში ჩასაგდები ვიყავი"-განაცხადა ალისამ the Sun: -თან ინტერვიუში. ![]() 'ბებერი გარყვნილები, ისინი ყველანი ცოლიანები იყვნენ და სულ მცირე ორჯერ ჩემზე უფროსები"-აღნიშნავს ბეილი. ![]() გასულს სამშაბათს, როგორც ცნობილია თავი მოიკლა უელსის მთავრობის მინისტრმა კარლ სარჯენტმა, გარდაცვალებამდე მინისტრს სამმა ქალმა მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც 3 ნოემბერს სარჯენტის თანამდებობიდან გააანთავისუფლეს. 49 წლის კარლ სარჯენტი ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო. მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო შიდაპარტიული გამოძიებაც დაიწყო. ![]() 86 9-ს მოსწონს
|