x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
აღმოჩინეს თუ არა მეცნიერებმა საიდუმლო ქალაქი ატლანტიდა?
მეცნიერები უკვე წლებია რაც იკვლევენ წყნარი ოკეანის ფსკერზე აღმოჩენილ ქალაქს, რომელიც სავარუდოდ ატლანტიდია. უახლესი კვლევებიდან გამომდინარე, მათ პონპეის კუნძულზე აღმოაჩინეს ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის მიერ ნაგულისხმევი საიდუმლო ქალაქის ნაკვალევი. ეს ქალაქი ატლანტისია რომელიც მილიონობით წლის წინათ დედამიწაზე არსებობდა და ჩაიძირა.


image


ბერძენი ფილოსოფოსი 2300 წლით ადრე საუბრობდა ამ ქალაქის არსებობის შესახებ, რომელიც მისივე აზრით წყნარ ოკეანემ შთანთქა. ეს იყო ადგილი, სადაც ცივილიზაცია მილიონობით წლის წინ არსებობდა. ნაკვალევი აღმოჩენილ იქნა მიკრონეზიის კუნძულთა არქიპელაგზე, სადაც დაახლოებით 600 მიკრო კუნძლია გაერთიანებული.

image



ანტიკური ნაგებობების ფოტოები, Quickbird -ის სახელწოდების თანამგზავრის საშუალებით იქნა გადაღებული. ნაკვალევის ადგილმდებარეობა აშშდან 2 500 მილით, ხოლო ავსტრალიიდან 600 მილით არის მოშორებული.

image


The Science Channel -ის ინფორმაციით, რეგიონში იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი კვლევები, რომელიც მეცნიერებს და არქეოლოგებს უფრო დააბნევს. 2018 წლიდან იგეგმება უფრო ძლიერი ჯგუფის შექმნა და უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა.

image


ლეგენდა (ან ისტორია)


ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული ორ დიალოგში: ტიმეოსთან (მოკლედ) და კრიტიასთან (უფრო ვრცლად). დიალოგი „ტიმეოსი“ სოკრატესა და პითაგორელი ტიმეოსის განსჯით იწყება სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა მოკლედ იდეალურ სახელმწიფოს, სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას უჩივის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში; როგორ ღირსეულად ჩაერთვებოდა ომში, ომის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით, თანახმად მათი განათლებისა და აღზრდისა, იმის მიუხედავად, მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლის ველი ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი კი ამბავს მოჰყვება, რომელიც თითქოს პაპამისისგან — კრიტიას-უფროსისგან აქვს მოსმენილი, მას კი თავის დროზე სოლონისგან ჰქონია გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს ეგვიპტეში. მონათხრობის აზრი შემდეგია: ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზოასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და ევროპას ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.


image


ძალიან ბევრი წყლისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს მეცნიერებმა, თუმცა დღემდე პლატონის ნაგულისხმევ ატლანტიდას ვერ მიაგნეს.



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



{თქვენთვის საინტერესო}


1. 32 ქვეყანა, რომლებიც 2050 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკას დაიპყრობენ!

2. ნახეთ როგორ შეიცვალა ამ უსახლკარო ადამიანების ცხოვრება?

3. 20 ისტორიული ფოტო, რომელიც მეხსიერებებიდან არ იშლება!

4. ოკეანეებში მომხდარი 5 ყველაზე უცნაური მოვლენა!

5. წარმოგიდგენთ 2017 წელს ველურ ბუნებაში გადაღებულ საუკეთესო ფოტობს...


3
1288
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1288
  
2018, 8 იანვარი, 21:59
მადლობა მარიამ :*
2018, 8 იანვარი, 21:48
ძალიან საინტერესო სტატიაა.
0 1 3