ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა ქართველთა მონათესავე ეთნოსი? ვინ ლაპარაკობს ქართული ენის მონათესავე ენაზე? ვინ ჰგავს ქართველებს გარეგნულად?ეს კითხვები ძველთაგანვე გვაწუხებს. ქართველებს არა გვყავს ენობრივად მონათესავე ეთნოსი, ჩვენს გარშემო არავინაა ისეთი ვინც გვენათესავება, სწორედ ამიტომ ქარველთა ეთნოგენეზის წარმოშობის გარკვევა ძალიან რთულია.
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817263681801.jpg)
მიუხედავად ამისა, მეცნიერები ქართველთა ეთნოგენეზის პრობლემებზე მუშაობდნენ და საყურადღებო დასკვნებიც გააკეთეს, მოკლედ კი ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:
I. ქართველები თანამდროვე და ისტორიული საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობაა, მათი ეთნოგენეზი სამხრეთ კავკასიის დასავლეთ, ცენტრალურ ნაწილში და მის მიმდებარე სამხრეთ ტერიტორიაზე მოხდა. ამ გეოგრაფიულ არეალში სხვადასხვა ქართული ტერიტორიული ერთეულები ხშირად მოძრაობდნენ, მიზიდულობის ცენტრი ქართლი იყო.
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817214481801.jpg)
II. ქართველთა ეთნოგენეზში მონაწილეობა აქვთ მიღებული ძველი ცივილიზაციის მქონე ხალხებს (შუმერები, ხურიტები, ხეთები, ურარტუელები) და ჩვენთვის უცნობი სხვა რომელიღაცა ინდოევროპული მოდგის ხალხს. გვიან ქართულ ეთნოსში ჩრდილოკავკასიელთა, ალბანელთა და სომეხთა შემოდინება, ინფილტრაციაც მიმდინარეობდა.
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817271581801.jpg)
III. ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე ათასწლეულში ქართული ეთნიკური ერთობა უკვე ჩამოყალიბებული იყო. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლო მესამედიდან ქართველური მოდგმის ერთეულები უკვე საისტორიო წყაროებში არიან დასახელებულნი.
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817274481801.jpg)
IV. ქართველებს არ ჰყავთ ენობრივად მონათესავე ეთნოსი. ვარაუდობენ, რომ შორეულ წარსულში ნათესაური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ჩრდილოკავკასიის ეთნოსებთან, განსაკუთრებით ნახურ-დაღესტნურ ენებზე მოლაპარაკეებთან.
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817301981801.jpg)
V. ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში უნდა მომხდარიყო საერთო ქართული ენის "დიფერენციაცია", რასაც ხელს უწყობდა ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, რომელზედაც ქართული ეთნოსი იყო განფენილი. ამ ე.წ. "ენობრივ დიფერენციაციას" (დიალექტის, მეტყველებების გამოყოფას) ერთიანი ქართული ეთნოსის დაშლა, რა თქმა უნდა, არ გამოუწვევია.
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817293381801.jpg)
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817305081801.jpg)
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817311181801.jpg)
![ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა
ქართველთა მონათესავე ეთნოსი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110817313781801.jpg)
დიდოელებიც ქართველების მონათესავე ეთნოსია დაღესტანში, აქიტექტურული ძეგლებიც ამას მეტყველებს.