საზოგადოება რატომ მოიყვანა მარკ ცუკერბერგმა უშნო ქალი ცოლად? 2017, 7 ნოემბერი, 12:08 ყველამ ვიცით, რომ Mark Zuckerberg–ი პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი მამაკაცი, სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენია, რომელიც ფორბსის 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით 71.5 მილიარდს ფლობს.
არაექსცენტრიული-მიტყეპნილი სახე, მოკლე მილისებრი ფეხები, მოხრილი მხრები, ფართო გულ-მკერდი, რომელზეც მკერდის კერტები დაკარგულია- სწორედ ასე ახასიათებს სოციალურ ქსელში მილიარდერის ცოლს უმეტესობა. იმასაც დასძენენ, რომ მარკი გეია, რეპროდუქციული ფუნქციები აქვს მოშლილი და ქრონიკული დიარეა ჭირს. რას არ მოიფიქრებს ბრბო, რომ მისთვის არ მოსაწონი ამ უტიფარი სიტყვებით გაამართლოს. თქვენ რას იტყვით? გადახედეთ ფოტოებს და პასუხი გაეცით კითხვას- უგემოვნო მილიარდერს ხედავთ თუ წყვილის ნამდვილ სიყვარულს? რა თქმა უნდა ეს სიყვარულია! ბევრ ჩვენგანს "გაუტყდებოდა" უმკლავო ნაცრისფერი მაისურით გარეთ გასვლა იმ მოტივით თუ რას იტყვის ხალხი; თუ გვაქვს კარგი შემოსავალი, რატომ ვისადილებთ ქუჩაში სწრაფი კვების პროდუქტებით "ბორდიურზე"; აუცილებლად ბრენდულ სამოსს ჩავიცვამდით; საუკეთესო კურორტებზე დავისვენებდით და ძვირფასი სამკაულებითაც მოვიკაზმებოდით. კარგი იქნება თუ ეს ზიანის მომტანი მენტალიტეტი გადაშენდება. მსოფლიოს მილიარდერ წყვილებს შორის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძვირფასეულობის მთავარ არსს ისინი ერთმანეთში ხედავენ, დიახ, მარკს უყვარს თავისი პრისცილა. ამიტომ ნუღარ განიკითხავთ მათ სიყვარულის გამო. ფულით ბევრ რამეს იყიდით, ნამდვილ სიყვარულს კი ვერა. ყველაზე მდიდარიც კი, თუ ჭეშმარიტი სიყვარულის ფასი არ იცის, ყველაზე ღარიბია. სტუდენტობის დროს წყვილმა ერთმანეთი ერთ–ერთი წვეულების დროს საპირფარეშოში გაიცნო, მათი იუმორი და ხასიათი იმდენად დაემთხვა, რომ პრისცილა ჩანი მალევე გახდა მარკისთვის ახლობელი ადამიანი. პრისცილა მშვიდი და ძლიერი ქალია, სწორედ ისეთი როგორზეც მარკი ოცნებობდა, თუმცა სწავლის და პროგრამული გატაცების გამო ის გოგონებთან ურთიერთობისთვის მაინცდამაინც ვერ იცლიდა. წყვილმა 2012 წელს (28 წლის მარკი, 27 წლის პრისცილა) იქორწინა, რომელსაც ხუთი თვე გეგმავდნენ და საკუთარი სახლის უკანა ეზოში განახორციელეს. დღეს მათ ორი ქალიშვილი ყავთ. 2243 19-ს მოსწონს
|