თავდაპირველად უნდა ითქვას რომ ტრანსჰუმანიზმად წოდებული მეცნიერული მოძღვრება ჩაისახა უმეტესად ამერიკასა და იაპონიაში მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ. მას საფუძველი ჩაუყარეს რეი კურცვაილმა, ჯულინ ჰაქსლიმ, ჰოლდეინმა, კორსაკოვმა, ფრენსის ვილარდმა, ნიკოლაი ფიოდოროვმა და ა.შ.
დღეისათვის ტრანსჰუმანიზმი შეიცავს მრავალ მოძრაობას, ესენია:
#1 ჰედონისტური ტრანსჰუმანიზმი
#2 ტექნოკრატიული ტრანსჰუმანიზმი
#3 ტექნოგაიანიზმი
#4 მეცნიერული იმმორტალიზმი
და ა.შ. არის კიდევ მრავალი სხვა მოძრაობაც...
ტრანსჰუმანიზმს იმთავითვე გამოუჩნდნენ მტრები რელიგიური ისტერიით შეპყრობილი ფანატიკოსი ველურების, ფუნდამენტალისტების სახით, რომლებიც დღემდე წკმუტუნებენ რომ ტრანსჰუმანიზმი ადამიანს რაღაცა "ღმერთისგან" აშორებს, აქვთ რა ქვის ხანის დროინდელი წარმოდგენები ადამიანის "ბუნებაზე" და "სულზე" ტლიკინებენ ათას სისულელეს. :)))
რა სურს ტრანსჰუმანიზმს?
უპირველეს ყოვლისა:
#1 ადამიანი არაა არც "ღმერთის" ქმნილება და არც "ევოლუციის ბოლო საფეხური და გვირგვინი".
#2 ევოლუცია უსასრულო პროცესია
#3 ადამიანმა ევოლუციისთვის უნდა გამოიყენოს ნებისმიერი მეცნიერული მეთოდი: გენური ინჟინერია, უჯრედული ინჟინერია, კიბერნეტიკა, ბიონიკა და ა.შ.
#4 ადამიანი უნდა გახდეს ზეადამიანი
#5 კაპიტალიზმს ბოლო უნდა მოეღოს ტოტალური ავტომატიზაციის და რობოტიზაციის გზით.
#6 რელიგია არის არასაჭირო იდეოლოგიური ნაგავი
#7 უნდა შეიქმნას მსოფლიო არმია რომლის რიგებშიც იმსახურებენ რობოტი ანდროიდები და გენმოდიფიცირებული მუტანტი ზეადამიანები.
#8 საჭიროა კოსმოსის კოლონიზაცია
#9 უნდა შეიქმნას კლიმატის კონტროლის გლობალური სისტემა
#10 უნდა შეიქმნას გლობალური კიბერნეტიკული კონტროლის სისტემა (ხელოვნური ინტელექტის სახით)
#11 კოსმიურ ხომალდებს ექნებათ ინტელექტი
#12 ადამიანი არ დაბერდება
#13 ადამიანის იმუნური სისტემა გახდება იდეალური, გაქრება ტრადიციული მედიცინა.
#14 ადამიანის ტვინის შესაძლებლობები გაიზრდება მილიონჯერ.
#15 ადამიანს გაუჩნდება უჯრედების რეგენერაციის უნარი
#16 ადამიანები შეძლებენ კომპიუტერთან სრულ ინტეგრაციას და ბგერის სიჩქარით მოძრაობას.
#17 გენდერული სტერეოტიპები დაინგრევა და მშობიერობის ტრადიციულ მეთოდს ჩაანაცვლებს გენური ინჟინერიით ხელოვნურ კაფსულებში ზეადამიანთა შექმნა.
#18 გაქრება ტრადიციული სახელმწიფო სისტემა
#19 გაიზრდება ადამიანის სექსუალური პოტენციალი
#20 შეიქმნება რეპლიკატორები – საკვების და სხვა საჭირო საგნების ხელოვნური მატერიალიზაციის აპარატები.
#21 ადამიანს აღარ დასჭირდება ძილი
#22 ნავთობი და ქვანახშირი წარსულს ჩაბარდება, ადამიანი გადავა კვანტურ ენერგიაზე.
#23 ტრანსპორტი იქნება 100% ავტომატური.
#24 მძიმე შრომა გაქრება
აი ამგვარი მიზნები აქვთ ტრანსჰუმანისტებს, რომელთა რიგებში პრინციპში მეც ვარ. ჩვენი მიზანია ადამიანი გადავაკეთოთ ზეადამიანად მეცნიერული ტექნოლოგიების დახმარებით. ჩვენ არ გვაინტერესებს პრიმიტიული რელიგიური ზღაპრები. ჩვენ უკეთ ვიცით რა არის ადამიანი. მომავალში ადამიანი მეცნიერების დახმარებით გახდება გენეტიკურად და ფსიქიკურად იდეალური ზეარსება. მომავალი მსოფლიო ესაა: კიბორგების, ანდროიდების, მუტანტების და ხელოვნური ინტელექტის მქონე კრეისერების სამყარო. ტრანსჰუმანისტურ უტოპიაში სუსტი და ცრუმორწმუნე ტარაკნების ადგილი არაა...
ადამიანი გახდება ზეადამიანი და ამას ვერაფერი შეაჩერებს.
განა რა არის ცუდი იმაში თუ ადამიანი შეძლებს სრული ელექტრომაგნიტური სპექტრის დანახვას ან იცოცხლებს თითქმის მარადიულად? რაღა თქმა უნდა არაფერი! უბრალოდ გოიმებს მეცნიერების არაფერი ესმით. :)))
მომავალში ადამიანს სხეულში ექნება მილიონობით ნანორობოტი, რომელიც დაიცავს მის იმუნურ და ნერვულ სისტემებს.