სხვა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა 2017, 5 ნოემბერი, 15:39 ქართველმა ძალოსანმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, რომელსაც დუშეთი მასპინძლობს, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამი დააფიქსირა, მისი ძველი რეკორდი კი 217 კილოგრამი იყო. თვის ბოლოს, ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკაში გაემგზავრება, სადაც, კალიფორნიის შტატში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ახალი რეკორდი 220 კილოგრამი. 130 2-ს მოსწონს
|