თავის მოვლა აი, რატომ გამოიყურება იაპონელი ქალები უფრო ახალგაზრდულად -8 რჩევა 2017, 5 ნოემბერი, 14:56 მთელ მსოფლიოში უჩნდებათ კითხვა: რატომ არიან იაპონელი ქალები ასაკის მიუხედავად ლამაზები და მოვლილები? ქვემოთ მოცემულ სურათზე დედა და ქალიშვილია აღბეჭდილი. როგორც ხედავთ, რთულია იმის გარჩევა, რომელია დედა და რომელი შვილი. საიდუმლო კანის მოვლის პროცედურებშია, რომელიც სულაც არ არის დაკავშირებული ძვირადღირებულ პროცედურებთან. ამ ყველაფრის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ. კარგად გაიწმინდეთ სახე გაწმენდას იაპონელები ორ ეტაპად აკეთებენ. დასაწყისისთვის გამოიყენება გამწმენდი საშუალებები( ლოსიონი შრატი, ჰიდროფილური ზეთები), რომლებიც ნაზად უნდა შეიზილოთ კანში. შემდეგ გამოიყენეთ სახის დასაბანი საშუალება საპნის გარეშე. დაბანა აუცილებელია დილით და ძილის წინ. ნუ დაგავიწყდებათ მასაჟის შესახებ იაპონიაში ქალების სახის მოვლას, როგორც რიტუალს ისე აკეთებენ. სახეს უნდა შეეხოთ თბილი ხელები, ამიტომ ჯერ გაახურეთ ისინი. რეგულარული, ნაზი მასაჟი სახეზე ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის გაუმჯობესებას და კანის აღდგენას. არ შეგეშინდეთ ზეთების იაპონელები სახის მოვლისთვის იყენებენ ნატურალურ ზეთებს. არ იყენებენ მინერალურ ზეთებს, რომლებიც იწვევენ ფორებს სახეზე. ზეთები ცხიმიან კანს, უფრო მეტად არ აცხიმიანებენ. გამოიყენეთ ნიღაბი-ლოსიონები მოვლისთვის ტონერები - იაპონიაში ყველაზე პოპულარული დამატენიანებელი საშუალებაა. გთავაზობთ ნიღაბის გაკეთების ხერხს, რომელიც ძალიან ეფექტურია. შეიძინეთ ბამბის პირსახოცები, დაასველეთ ისინი წყლით. შემდეგ გაჟრინთეთ ტონერით და დაიდეთ სახეზე 3-5 წუთის განმავლობაში. გადამეტებული მზრუნველობა სახეზე ზედმეტი, ძვირადღირებული კრემები და ლოსიონებით, შესაძლოა უკუშედეგი მიიღოთ. გადაყარეთ ყველა, რომ არ გადატვირთოთ კანი და გამოიყენეთ ის, რომელსაც მართლა იყენებთ. თქვენს არსენალში უნდა იყოს: გამწმენდი საშუალება, შრატი, ტონერი, დასაბანი საშუალება, მზისგან დამცავი საშუალება. გახსოვდეთ დაბალანსებული კვებისა და ვიტამინების შესახებ. კვება იყო და რჩება ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ლამაზი და გლუვი კანისთვის შენარჩუნების პროცეში. აუცილებლად უნდა იყოს თქვენი კვების რაციონში: ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები და ზღვის პროდუქტები. გამოიყენეთ პროდუქტები C -ვიტამინის შემცველობით ვიტამინი C სასარგებლოა, რადგან ის არა მხოლოდ ათანაბრებს კანის ტონს, ის ასევე ხელს უშლის კანის პიგმენტაციას, ასევე აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და ზრდის კოლაგენის გამომუშავებას კანში. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი კანი. დააკვირდით ცვლილებებს კანზე და სწრაფად იმოქმედეთ. კანის მდგომარეობა ასე უნდა შეამოწმოთ: შეახეთ თითები კანს, თუ ოდნავ მაინც ეკვრება ისინი კანზე, ესეიგი მოვლა საკმარისია. ეს დაგეხმარებათ ტენიანობის განსაზღვრაში, ხოლო ელასტიურობის დასადგენად, ოდნავ უჩქმიტეთ კანს, თუ ძალიან მალე დაიბრუნებს ფორმას, ესეიგი კანი საკმარისად ელასტიურია. თუ თქვენ სარკის წინ თავს შხარით საკუთარი სხეულის პირდაპირ, უცაბედად დაინახავთ საკუთარ სახეს 10 წლის შემდეგ. შესაძლოა შეამჩნიოთ პრობლემები, რომლებიც შემდეგში შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ იფიქრეთ ამ რჩევებზე. წყარო:https://www.adme.ru 341 7-ს მოსწონს
|