x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ვინ არიან ემიშები და რატომ ცხოვრობენ თანამედროვე სამყაროში დენის, ბუნებრივი აირისა და ინტერნეტის გარეშე?
გვერდი "ქართველები ბრუკლინში" სოციალურ ქსელში ბევრ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, სწორედ ამ გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია და ფოტოები ამერიკაში, კერძოდ პენსილვანიის შტატში, მცხოვრები ხალხის შესახებ, რომელსაც ემიშები ჰქვიათ. ისინი ტრადიციონალისტი ქრისტიანები არიან და უბრალო ცხოვრების წესს მისდევენ.

image

არ აქვთ სახელმწიფო ელექტროენერგია, ისინი დენს თავად ქმნიან, (მზის სისტემის ბატარეები) ასევე არ აქვთ ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და მიწასაც ხელით ამუშავებენ, აქტიურად მიჰყვებიან სოფლის მეურნეობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი დასახლება არც თუ ისე დიდია, იქ 5000 ფერმა ფუნქციონირებს.

საკვები აბსულუტურად ნატურალური და სუფთაა.


ემიშების სამყარო ზღაპრის პეიზაჟივითაა, სადაც მოხვედრა აუციელბლად მოგინდებათ, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრებას რამდენად შეძლებთ, ეგ სხვა საკითხია.

მათი ცხოვრების და ჩაცმის სტილი მე-18 საუკუნისას ჰგავს, ისინი მუდამ მოკრძალებულ და დახურულ სამოსს ატარებენ.

imageimage


"დღეს როგორც, ადრე ავღნიშნე, ვიმყოფები პენსილვანიის შტატში, ქალაქ ლანკასტერში, სადაც ცხოვობენ ემიშები. ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ მე- 18 საუკუნის ცხოვრებით ცხოვრობს. ემიშები არიან, შვეიცარიის გერმანული ნაწილის წარმოშობის ხალხი.

არ აქვთ შუქი, არ აქვთ გაზი, არ აქვთ ტელეფონი, არ აქვთ ინტერნეტი, არ აქვთ ტელევიზორი, არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა, არ აქვთ პენსია და ასე შემდეგ.. მიწას ამუშავებენ ურმებით და სუფთა აგრარულ ცხოვრებით ცხოვრობენ. არიან ქრისტიანები, ოღონდ პროტესტანტულ ფრთას წარმოადგენენ. ორ ნაწილად არიან დაყოფილი, ანაბაფტისტები და მენომიტები.

როდესაც ბავშვი 17 წლის შესრულდება, მშობლები უშვებენ ქალაქში საცხოვრებლად და აძლევენ რამდენიმე წელს თავისუფალ ცხოვრების საშუალების უფლებას. ამის შემდეგ კი თავად წყვეტენ, დაბრუნდნენ სახლებში თუ დარჩნენ ქალაქებში საცხოვრებლად. მინდა გითხრათ რომ 85 % უკან ბრუნდება, რადგან როცა ბიჭს ცოლი მოყავს, მას დანარჩენი ემიშები უშენებენ სახლს, აძლევენ მიწას, აძლევენ ცხენებს და ყველა იმ კომფორტს, რაც კი სოფლად ყოფნის დროს დასჭირდება ადამიანს. ემიშები, საკმაოდ მდიდარი ხალხია. ულამაზესია შემოდგომა ემიშებში. არის პატარ პატარა მაღაზიები, სადაც ყიდიან საკუთარ მომზადებულ ნატურალურ პროდუქტს. კარაქი, ყველი, ძეხვი, სოსისი და ასე შემდეგ. რა თქმაუნდა სახლში დავბრუნდები მათი ნობათით. აუცილებლად გამონახეთ დრო და ეწვიეთ ემიშებს."-ვკითხულობთ გვერდზე.

image

აი, როგორ გამოიყურება ემიშების სახლები შიგნიდან:

image

imageimageimage
ემიშების დასახლებაში სულ 40 მაღაზიაა, სადაც მხოლოდ მათ მიერ დამზადებული პროდუქტი იყიდება, ეს ფოტოები კი ჯემების და მურაბების მაღაზიაშია გადაღებული, სადაც ყველაფრის დაგემოვნება და ყიდვა შეგიძლიათ.

imageimage

ემიშები საკუთარი ხელით ქმნიან ასევე ულამაზეს ფარდაგებს, რომლის ფასი მინიმუმ 600$-დან იწყება.

imageimage
ეს კი ნამდვილი ემიშური რესტორანი, სადაც ყველაფერი ნატურალურად მზადდება

imageimage
ემიშების ფერმა

imageimageimage


ემიშების სატრანსპორტო საშუალება ასე გამოიყურება:

image

ემიშებს ყოველდღიურად უამრავი მნახველი სტუმრობს, იღებენ ფოტოებს, ყიდულობენ პროდუქტს და უკან შთაბეჭდილებებით სავსე ბრუნდებიან.

შევეცადე, ამ უნიკალური ხალხის შესახებ მოკლედ და საინტერესოდ მომეთხრო, გამომდინარე იქიდან, რომ თავად არ მინიხავს და უშუალოდ არ გავცნობივარ მათ კულტურას, მხოლოდ გადმოცემულ ფაქტებს ვეყრდნობი და თქვენც გიზიარებთ.

იმედი მაქვს, თქვენც ჩემსავით აღფრთოვანებულები დარჩებით ამ ფოტიების ნახვით.

p.s მადლობა გვერდს "ქართველები ბრუკლნში", რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნება დამრთო.

უფრო მეტი ფოტობის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს და დაიმეგობროთ.

0
14264
10-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
14264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0