რუსეთის დუმას დეპუტატები ძალზე სახალისო სიტუაციებში, არც ჩვენი პარლამენტი "წყვეტს ვარსკვლავებს", მაგრამ დუმის დეპუტატების საქციელი ნამეტანია
2017, 4 ნოემბერი, 15:02
მოგეხსენებათ რუსეთის ფედერაცია ტერიტორიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა, შესაბამისად რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოში რეგიონებიდან წარმომადგენლების რაოდენობაც დიდია. რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტია, რომელიც მრავლადაა რუსეთის დუმაში დეპუტატებად წარმოდგენილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებითაა დაკომპლექტებული. პირი, რომელიც პრეზიდენტისათვის ტაშის დაკვრის გამო მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში ბუნებრივია ვერც ეკონომიკურ რეფორმებზე იმსჯელებს და ვერც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, დადის ეს ხალხი დუმაში და ერთობა როგორც შეუძლიათ. რაც მთავარია პრივილეგიებით სარგებლობენ, სახელმწიფო მანქანები ემსახურებათ, ბიზნესსაც აწყობენ გავლენის წყალობით და სხვა თუ არაფერი სულ არაფერში საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იღებენ ხელფასის და პრემიების სახით. ახლა კი გთავაზობთ საკმაოდ მოცულობით კოლაჟს რუსეთის დუმის დეპუტატების "საქმიანობაზე" სხდომათა დარბაზში, რაც უდაოდ ღიმილს მოგგვრით.
ქუთეისის პარლამენტის ციდან...