x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელს
CIA–ი ( ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აშშ–ში) გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის თანახმად ირწმუნება, რომ 1950–იან წლებში ადოლფ ჰიტლერი კოლუმბიაში ყოფილი ნაცისტების თანამეგობრობაში ცხოვრობდა. ინფორმაციას აშუქებს Daily Mail–ი.


image


ინფრომაცია მას შემდეგ გახდა საქვეყნოდ ცნობილი, რაც კოლუმბიელმა ჟურნალისტმა ხოსე კარდენასიმ CIA- ის არქივიდან 1990 წელს აღნიშნული დოკუმენტი გამოაქვეყნა.


აგენტები ფაქტს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა რეპორტიორები მთავრობასთან აგზავნიდნენ ანგარიშებს ფოტოსურათებთან ერთად. დოკუმენტიდან ცნობილია, რომ ჰიტლერი 1954 წელს იმყოფებოდა ქალაქ ტონასში, ბოგოტის ჩრდილოეთით, რასაც მოწმობდა ფილიპ სიტროენი.



imageimage


სიტროენი ამტკიცებდა, რომ როდესაც ქალაქში რკინიგზის კომპანიაში სამუშაოდ ჩავიდა, გაიცნო ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჰიტლერს და მოიხსენებდნენ როგორც Residences Coloniale. მას იქ პატივს სცემდნენ, როგორც წარსულში ნაცისტების თაყვანისმცემელს და მოიხსენიებდნენ ფიურერად, თან ნაცისტების დამახასიათებელი მისალმებით ესალმებოდნენ.


image


იმის დასამტკიცებლად, რომ მართალს ამბობდა, სიტროენმა ფოტოც გადაიღო ე.წ ჰიტლერთან და წერილობით ფორმას ფოტოფაქტიც დაურთო. თუმცა მაინც არაოფიციალურ ინფორმაციად ჩაიწერა ამბავი და ფანტასტიური ჭორი ეწოდა.


მოგვიანებით, 1955 წელს კი კიდევ ერთი პირი გამოჩნდა კოდური სახელით სიმელოდი–3, რომელიც ასევე ამტკიცებდა რომ ის იყო ჰიტლერი და იცნობდა სიტროენსაც. მას ფოტოც ჰქონდა ნანახი, რომელზეც ადოლფი და სიტროენი იყვნენ, რომ სიტროენი ნამდვილად კონტაქტობდა ჰიტლერთან. ჰიტლერი კი 1955 წლის იანვარში კოლუმბიიდან არგენტინაში გადავიდა.


სიმელოდი–3–თან საუბრის შემდეგღა გადაწყვიტეს აგენტებმა ოფიციალური ჩანაწერები გაეკეთებინათ და მთავრობისთვის გადაეცათ დანართთან ერთად, სადაც გარკევვით ეწერა: "ეს საქმე შეიძლება კრახით დამთავრდეს, რადგან ინფორმაცია თუ მცდარი აღმოჩნდა, რისი ალბათობაც დიდია, ჩვენ ჩავფლავდებით, ამიტომ სჯობს თუ საქმეს ხელს არ მოვკიდებთ".


ცნობილია, რომ მესამე რაიხის კრახის შემდეგ ჯოზეფ მენგელი, ათასობით ნაცისტი და ჰოლოკოსტის არქიტექტორი ადოლფ ეიხმანი სამხრეთ ამერიკაში გაიქცნენ. ნაცისტების ყველაზე საყვარელი საცხოვრებელი კი იმ დროს იყო არგენტინა, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი ხუან პერონი მხარს უჭერდა ჰიტლერის პოლიტიკას, ის ასევე აქტიურად ცდილობდა ნაცისტების გადარჩენას და სთავაზობდა მათ თავშესაფარს.


image


ანდების ძირში, ქალაქ ბარილოჩეში ერთ–ერთ სახლში აშკარად იგრძნობოდა ნაცისტური გავლენა და ამას არტეფაქტებიც მოწმობდა, რამაც დააჯერა ყველა, რომ სწორედ იქ ცხოვრობდა ადოლფ ჰიტლერი.


image

image

მწერალი აბელ ბასტი თავის წიგნში "ჰიტლერის გაძევება" აღნიშნავს, რომ ფიურერი თავისი ბუნკერიდან საიდუმლო გვირაბით ესპანეთში გაიქცა. ასევე ბასტის თეორიების მიხედვით ჰიტლერი გადავიდა კანარის კუნძულებზე, საიდანაც გააპარეს წყალქვეშა გემით არგენტინაში. სადაც ის 1971 წლამდე ცხოვრობდა, დაღუპვის შემდეგ კი ქალაქ ასუნსიონში საიდუმლო თავშესაფარში დაკრძალეს.


თუმცა, ისტორიკოსებს ეს ამბავი სასაცილოდ მიაჩნიათ და ამტკიცებენ, რომ ჰიტლერმა ცოლთან ევა ბრაუნთან ერთად 1945 წლის 30 აპრილს სიცოცხლე თვითმკვლელობით ბერლინში დაასრულა, ცხედრები კი რეიხკანცელარიის ბაღში დაწვეს.



იხილეთ აგრეთვე:


დედამ 4 შვილი გაყიდა- ამბავი ფოტოს შესახებ, რომელმაც მსოფლიო მოიცვაimage




როდის და როგორ მოხდა სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია- ის, რაც აქამდე არ იცოდით +11image





ცნობილი ხალხისა და ისტორიული მოვლენების აქამდე უცნობი ფოტოებიimage



მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთimage



ავღანელი გოგო, რომელმაც მსოფლიო თვალებით მოხიბლა- ვინ არის და რას საქმიანობს დღეს?image



ქალი, რომელიც სამი გემის- "ოლიმპიკი", "ტიტანიკი" და "ბრიტანიკი"-ს ტრაგიკულ კატასტროფას ცოცხალი გადაურჩაimage



ძნელია მიხვდეთ რა კიდია კედელზე, თუმცა გაგებისთანავე ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ +13image



რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადაimage



ანტიამერიკული პროპაგანდა ჩრდილოეთ კორეაში. საშინელი პროპაგანდისტული პლაკატები +15image



საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ!image



კატასტროფული სექს–ექსპედიცია. როგორ გაჩნდა სიფილისი ევროპაში და როგორ გადაატრიალა მან ისტორია +16image



მაიკლ ჯექსონი ცოცხალია და ბაჰრეინში გადავიდა? არსებობს ფაქტებიimage



ყველაზე სასტიკი მმართველები კაცობრიობის ისტორიაში, რომელთა დაბრუნებას არ ისურვებდითimage



ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელებიimage



პირველი შავკანიანი მოსწავლე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორიაimage



ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორიაimage






0
5124
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0