შოუბიზნესი ჯეი ლოს საშემოდგომო იმიჯმა თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა 2017, 2 ნოემბერი, 16:44
ჯენიფერ ლოპერსს ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ დახვეწილი ქალბატონი იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია ზუსტად შეარჩიოს თავის გარდერობში ტანსაცმელი და საოცრად კონტრასტული იმიჯი მოირგოს. (ცხადია, ამის უფლებას უზადო სხეული აძლევს).
ამჯერად პაპარაცებმა ნიჭიერი მსახიობი და მომღერალი ახალი ფილმის "მეორე აქტი"-ს გადაღებებზე დააფიქსირეს, რომელიც 2018 წელს გამოჩნდება ეკრანებზე.
ამჯერად ჯეი ლომ თაყვანისმცემლები თავისი ყოველდღიური იმიჯით გაახარა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საღამოს კოსტიუმს. მომღერალს ეცვა პლედ-პალტო, (რომელიც ძალზე აქტუალურია ამ შემოდგომისას), ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი ნატის (იგივე ზამშე) ფეხსაცმელი. ჯეი ლოს მოდურმა და კომფორტულმა იმიჯმა საზოგადოების დადებითი შეფასება გამოიწვია. 188 4-ს მოსწონს
|