![ჯეი ლოს საშემოდგომო იმიჯმა
თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110216400079676.png)
ჯენიფერ ლოპერსს ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ დახვეწილი ქალბატონი იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია ზუსტად შეარჩიოს თავის გარდერობში ტანსაცმელი და საოცრად კონტრასტული იმიჯი მოირგოს. (ცხადია, ამის უფლებას უზადო სხეული აძლევს).
![ჯეი ლოს საშემოდგომო იმიჯმა
თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110216401479676.jpg)
ამჯერად პაპარაცებმა ნიჭიერი მსახიობი და მომღერალი ახალი ფილმის "მეორე აქტი"-ს გადაღებებზე დააფიქსირეს, რომელიც 2018 წელს გამოჩნდება ეკრანებზე.
ამჯერად ჯეი ლომ თაყვანისმცემლები თავისი ყოველდღიური იმიჯით გაახარა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საღამოს კოსტიუმს.
![ჯეი ლოს საშემოდგომო იმიჯმა
თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110216402479676.jpg)
მომღერალს ეცვა პლედ-პალტო, (რომელიც ძალზე აქტუალურია ამ შემოდგომისას), ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი ნატის (იგივე ზამშე) ფეხსაცმელი.
![ჯეი ლოს საშემოდგომო იმიჯმა
თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017110216403979676.jpg)
ჯეი ლოს მოდურმა და კომფორტულმა იმიჯმა საზოგადოების დადებითი შეფასება გამოიწვია.