x
image
ნინო მესხიძე
ვარსკვლავები, რომლებმაც კარიერას ოჯახი ამჯობინეს

რთულია შეუთავსო ოჯახი და კარიერა ერთმანეთს ისე, რომ ყურადღება არცერთს არ მოაკლო. ოჯახური იდილიის შესანარჩუნებლად ხშირად იძულებული ხდები უარი თქვა ბევრ რამეზე. ამ ახალგაზრდა და საოცრად პოპულარულმა დედიკოებმა კი ოჯახის გამო წარმატებულ კარიერაზე უარი თქვეს.

1. ჯესიკა ალბა

image

წარმატებულმა მსახიობმა და ოქროს გლობუსის მფლობელმა ჯესიკა ალბამ, რომელიც 2008 წელს ცოლად გაყვა კინოპროდიუსერს - Cash Warren-ს უარი განაცხადა კარიერაზე და ჩაეფლო ოჯახურ ცხოვრებაში. ის უკვე ორი შვილის დედაა და მესამეს მოლოდინშია.


2. დრიუ ბერიმორი

image

დრიუ ბერიმორი კინოსამყაროში 5 წლის ასაკიდან აღმოჩნდა. მან თავი გაგვაცნო არმარტო როგორც მსახიობმა, არამედ როგორც პროდუსერმა და რეჟისორმაც.

დრიუს მესამე ქმრისგან, მსახიობ - Will Kopelman-სგან ორი შვილი ყავს. მზრუნველ დედას არ სურდა გამოპარვოდა თავისი პატარების ბავშვობა და უარი თქვა კარიერაზე. ამჯერად წყვილი ერთად აღარ არის და შესაძლოა მომხიბვლელი დრიუ კვლავ ვიხილოდ ეკრანებზე.

3. ევა მენდესი

image

მეუღლის - Ryan Gosling-ის გაცნობამდე ულამაზეს ევა მენდესს საკმაოდ წარმატებული კარიერა ქონდა.მას შემდეგ, რაც წყვილს ორი შვილი გაუჩნდა ევამ უარი თქვა გადაღებებზე და შვილების გაზრდა ამჯობინა გლამურულ წვეულებებზე სიარულს.

4. მეგანი ფოქსი

image

მეგანი ფოქსმა და მსახიობმა Brian Greene-მა 2010 წელს შექმნეს ოჯახი. როცა პირველი შვილი გაუჩნდა მეგანი აქტიურად იყო ჩართული გადაღებებში, მაგრამ მეორე შვილის შემდეგ მსახიობმა გადაწყვიტა უფრო დიდი დრო დაეთმო ოჯახისთვის და ბავშვების გაზრდამდე უარი თქვა კარიერაზე.

5. ჟიზელ ბუნდჰენი

image

ვიქტორია სეკრეტის გამორჩეული ანგელოზი ჟიზელი, რომელიც 2015 წელს ფორბსმა აღიარა, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ჩამოშორდა პოდიუმს. ამის მიზეზი ოჯახური იდილია გახდა.

2009 წელს ჟიზელი ცოლად გაჰყვა ფეხბურთელ - Tom Brady-ს. დღეს მათ ორი ბავშვი ჰყავთ. სწორედ მათ გამო თქვა უარი ჟიზელმა ვიქტორია სეკრეტის ანგელოზობაზე.

საინტერესოა თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავსს სიტუაციაში?

1
491
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
491
  
2017, 2 ნოემბერი, 13:13
მომეწონა...
0 1 1