x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135695
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510082
რა არის სიყვარული?

რა არის სიყვარული?რა ასაკაში მოდის?რამდენჯერ შეიძლება გიყვარდეს? არსებობს ცალმხრივი სიყვარული თუ არა?სიყვარული შეჩვევაა?ვნება სიყვარული არ არის? და სხვა ამდაგვარი კითხვები, კაცობრიობის წინაშე ყოველთვის ისმოდა.ყოველთვის აქტუალური და განხილვის საგანი იყო.არ ვჩაგრავ მამაკაცებს, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ამ საკითხზე ქალები უფრო ბევრს ფიქრობენ, ვიდრე კაცები, ყოველ შემთხვევაში თუ საზოგადოებას დავაკვირდებით, თქვენ თვითონაც მიხვდებით.თუმცა ბევრი კაცი გვინახავს სიყვარულისგან თავდავიწყებული, მარტო ტარიელი რად ღირს?
ვფიქრობ ეს ის საკითხია, რომელზეც ან ძალიან ბევრი შეიძლება ისაუბრო ან უნდა გაჩუმდე და მიეცე უძირო ფიქრს.მაგრამ მოდი შევეცადოთ მასზე საუბარს, ვიკამათოთ!ხომ გაგიგიათ, რომ კამათში ჭეშმარიტება იბადება.
იქნებ გამოგვივიდეს და მივიდეთ ერთ კონსესუსამდე, რაიმე ჭეშმარიტებამდე.
მოდით გავეცნოთ ცნობილი ფილოსოფოსების და ფსიქოლოგების მოსაზრებებს და თავად გადავწყვიტოთ მართალნი არიან თუ არა?
ზ.ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით:
1. პირობა, როდესაც ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია.
2. ლტოლვა ქალისადმი, რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები.
3. შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია.კაცი არ ტოვებს ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ქალს სჭირდება.
ფროიდი გამოყოფს სიყვარულს, როდესაც ლიბიდო სხვისკენ არის მიმართული და თავის სიყვარულს, როცა ლიბიდო საკუთარი თავისკენაა მიმართული. მას ფროიდი ნარცისიზმს უწოდებს.
ე.ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს. ფრომი გამოყოფს სიყვარულის ფორმებს: მეგობრული სიყვარული, რომელიც ყველანაირი სიყვარულის საფუძველია, დედობრივი სიყვარული, სიყვარული უმწეოთა მიმართ, ეროტიკული სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული, ღმერთის სიყვარული. მისი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული-ფსევდოსიყვარული. ფსევდოსიყვარულის ორი ფორმა არსებობს: სიყვარული, როგორს ორმხრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიყვარული, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით არის მოტივირებული.
ს.სტენბერგი სიყვარულის შვიდ ფორმას გამოყოფს:
1.მოწონება- მოიცავს მხოლოდ ინტიმურობას.
2.გატაცება- მოიცავს მხოლოდ ვნებას.
3.ცარიელი სიყვარული- მოიცავს მხოლოდ ვალდებულებას.
4.რომანტიკული სიყვარული-მოიცავს ვნებას და ინტიმურობას.
5.მეგობრობა სიყვარული- მოიცავს ინტიმურობას და ვალდებულებას.
6.უაზრო სიყვარული- მოიცავს ვნებას და ვალდებულებას.
7.სრულყოფილი სიყვარული- მოიცავს ვნებას, ვალდებულებას და ინტიმურობას.
თუ არ დაგვაკმაყოფილა ფილოსოფოსთა მოსაზრებებმა, დასკვნებმა, მოდით ამ თემებზე ვკითხოთ და ბევრი ვესაუბროთ თავად შეყვარებულ ადამიანებს. იქნებ მათ გაგვცენ მიახლოებული პასუხი ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე და თუ გაჩუმდნენ და არ ისურვეს საუბარი, უბრალოდ ჩავხედოთ თვალებში მათ.

0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა ტუგულაშვილი
ლიზა ტუგულაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0