ძველი ეგვიპტელების წარმოდგენები... ეს საინტერესოა #13:
ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში
ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდნენ.
საჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო
სამსჯავროზე წარსადგენად. სწორედ ამიტომ შეიქმნა მიცვალებულთა წიგნი,
სადაც აღწერილია ყველა ის საშუალება, რომელიც ებრაელთა რწმენით,
სულს სამსჯავროზე დაეხმარებოდა.
ყველა მოვალე იყო დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული მისი
ცხოვრება. ეს ტექსტი გარდაცვლილს თან უნდა წაეღო... სამსჯავროზე ამ
წერილს მიცვალებულის სული კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილს
ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისთვის ხშირად ცრუბდნენ კიდეც
ეგვიპტელები. ამიტომ სამსჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო
მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და
კარგი საქმეები. იმისთვის რომ გულს არ გაეცა პატრონი, მიცვალებულის
სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვავდა.
ორი მაატის - ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზში, სადაც განსასჯელს მკაცრი
გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადგენლობით სუფევდა დიადი
ღმერთის "რას" მეთაურობით. აქ იყვნენ: თოტი - ორმაგი ჭეშმარიტების
დარბაზის ქურუმი და ქვესკნელის მეუფე - ოსირისი. მათთან ერთად
სამსჯავროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ
კონკრეტულ შეცდომას განიხილავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას,
რომლითაც ამტკიცებდა თავის უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ
ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას და ამით
მათ გულს იგებდა. ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით მართალი ადამიანის
გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე მას
ბუმბული არ უნდა გადაეწონა. განკითხვის დასასრულს თოტი და ანუბისი
იწყებდნენ გულის აწონას, თუ დაიმსახურებდა მიცვალებულისთვის საიქიო
ცხოვრების კარი ღია იყო, თუ არა "სულთა მსვლეპი" იქვე შთანთქავდა
ცოდვილ და უბედურ სულს.