"ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია "საფარის" წევრი, მარი კურტანიძე თავის ყოფილ მასწავლებელს, თამაზ აქუბარდიას სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს. ამ ფაქტის შესწავლას აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მარი კურტანიძემ ინფორმაცია საჯარო სივრცეში გაავრცელა, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ოფიციალური მიმართვა, ფაქტს შსს გამოიძიებს.
მარი კურტანიძემ ინფორმაცია sapari.ge-ზე გამოაქვეყნა, სადაც თავის ყოფილ მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
თამაზ აქუბარდია, გავრცელებული ინფორმაციით მარიამს სახლში აკითხავდა და მათემატიკაში ამეცადინებდა აბიტურიენტობის დროს.
ამ წერილის შემდეგ, თამაზ აქუბარდიას ასევე ყოფილმა სტუდენტმა დაწერა, რომ ის ისმენდა "უხამს კომენტარებს" ლექტორის მხრიდან.ეს კი, სოფი გოგიშვილის წერილია, რომელიც მან facebook-ზე დაწერა.
თამაზ აქუბარდია მეოთხე მოწვევის პარლამენტარია.
24 ოქტომბერს, ქალთა მოძრაობამ პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ 1000 ხმა შეიტანა, რომელიც Facebook-ზე შეაგროვა ორგანიზაციამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი.
მეგობრებო, მინდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი, უნდა იყოს თუ არა, სექსუალური ხასიათის შევიწროება კანონით დასჯადი?
წყარო:imedinews.ge