x
image
მაიკო ქავთარაძე
ბუნების საოცრებანი, რომლებიც თავს ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებენ!
"ბუნება მბრძანებელიაო"-იტყოდა ჩვენი გენიოსი, მართლაც ამ სურათების ნახვის შემდეგ დავრწმუნდებით ბუნების სიდიადესა და გენიალურობაში! ზღაპრული და ჯადოსნური სამყარო დედამიწაზეც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ!

სალარ დე უიუნი ბოლივიაში მდებარეობს. მარილის საბადოები 10 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული... მშრალ სეზონზე, როდესაც წყლის უმეტესი ნაწილი ორთქლდება, ტბის ზედაპირზე მარილის ფენა ამოდის. მარილი თეთრია, ტბის ფსკერიც ასევე თეთრი; წვიმების სეზონზე წყლის თხელი ფენით იფარება, ზეცას და ღრუბლებს სარკესავით ირეკლავს და, თითქოს, ცა ქვემოთ ჩამოსულაო, ხოლო მასზე გამვლელს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ ცაზე მიაბიჯებს.

image

მთა რორაიმა-ეს მთა ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2 774 მეტრია და მასზე ეროვნული პარკი მდებარეობს. რორაიმა გეოლოგიური თვალსაზრისით დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ადგილია: მისი ასაკი 2 მილიარდ წელს შეადგენს.


imageხელუხლებელი ბუნების კიდევ ერთი საოცრება-ციცინათელების გამოქვაბული, რომელიც ახალ ზელანდიაში მდებარეობს. ათასობით ლუმინესცენტური მწერი განუმეორებელ სანახაობას ქმნის.

imageგეიზერი ფლაი, აშშ-1916 წელს წყაროს მოსაპოვებლად ამ ადგილებში ჭაბურღილი ჩადგეს, რითაც დასაბამი მისცეს ფერადი გეიზერის შექმნას. მოგვიანებით ცხელი წყალი ამოიფრქვა, რომლის მინერალებისაგან ლამაზი ლანდშაფტები წარმოიქმნა. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები კი გეიზერს ცისარტყელის შეფერილობას აძლევს.

imageდენქსიას ფერადი გორები ჩინეთში, განსუს პროვინციაში მდებარეობს. მინერალების განსხვავებული შემცველობისა და ეროზიების წყალობით პეიზაჟი ნამდვილად გასაოცარი, ფერად-ფერადი და ლამაზია.

image



0
193
9-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0