სხვა კორიდა, სიკვდილთან ჭიდილი 2012, 17 ივნისი, 21:45 კორიდა - ხარების ბრძოლის ყველაზე
გავრცელებული ფორმაა. დამახასიათებელია ესპანეთისათვის. ამ ქვეყნიდანვე მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
კორიდა სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან. უშუალო კავშირშია პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ
იბერიელებთან.
თავდაპირველად ხარის მოკვლა, ერთგვარი რიტუალი იყო. ქვეყნის ჩამოყალიბების შემდეგ კი ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა. თანამედროვე კორიდა, ანდალუზიაში იშვა. მასში მონაწილეობას იღებს 4-6 წლის ხარი. წონა არ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები. ესპანეთში ეს სანახაობა იმართება ფესტივალ "ფიესტის" დროს. გაგაცნობთ ამ შოუს რამოდენიმე ეტაპს, რომელიც იწყება ე.წ "El Posselo"- თი. წარმოადგენს ერთგვარ აღლუმს მატადორებისა და ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობას ღებულობს. ოდნავ მოგვიანებით იწყება კორიდა, სადაც თანმიმდევრობით გამოდიან: მატადორი (ტორერო), პიკადორი ცხენითა და შუბით, ბანდერილერო, რათქმაუნდა ასევე შეიარაღებული, პეონი, რომელსაც არავითარი აღჭურვილბა არ გააჩნია და ბოლოს მულილები, რომლებსაც მკვდარი ხარები გაჰყავთ მოედნიდან. თავისი სახიფათო გასართობით კორიდა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამ სარისკო სანახაობას მრავალი მატადორის სიცოცხლე უმსხვერპლია. მიუხედავად ამისა, ის მაინც რჩება ყველაზე საინტერესო და მიმზიდავ შოუდ. 247 3-ს მოსწონს
|