![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/20171025142604164.jpg)
ვარსკვლავების დები, ძმები და ახლო ნათესავები იშვიათად არიან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილები. ზოგი თავად ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას, ზოგი კი უბრალოდ არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ადამიანია, რომლის მზგავსიც მრავლადაა ჩვენს ირგვლივ.
მოდით თვალი გადავავლოთ ცნობილ ადამიანებს და მათ უცნობ ნათესავებს.
1. ჯეიმს მიდლტონი - კემბრიჯის ჰერცოგინიის ქეით მიდლტონის ძმა
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102512463979676.jpg)
ჯეიმსის არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის. ის დაკავებულია კერძო ბიზნესით და თავის საქმეში საკმაოდ წარმატებულია. ჯეიმსი თავისუფალ დროს ქეითისა და უილიამის ბავშვებთან ატარებს. " მე მინდა ვიყო საუკეთესო ბიძია, რომელიც ყველას უყვარს"-აცხადებს ქეითის ძმა.
2. ბიანკა ბრი - ჟან-კლოდ ვან დამის ქალიშვილი
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102512521579676.jpg)
ბიანკა აქტიურად აგრძელებს მამის საქმეს. ის მთელი დატვირთვით ვარჯიშობს და სურს საზოგადოებას დაუმტკიცოს რომ შესაძლებელია იყო ძლიერი ქალი და ამავდროულად შეინარჩუნო ქალურობა.
3. ევა ფერერი - შეუდარებელი ოდრის შვილიშვილი
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102512550479676.jpg)
ევა საზოგადოებამ მხოლოდ 2014 წელს აღმოაჩინა, როცა გოგონა მონაწილეობდა ფოტოსესიაში ჟურნალ "
Harper’s Bazaar" -ისთვის. სადაც მას ოდრის იმიჯი ქონდა მორგებული.
4. ქითი სპენსერი - პრინცესა დიანას ძმისშვილი.
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102512592479676.jpg)
მშვენიერი ქითი არის ჩარლზ სპენსერის (დიანას ძმის) ქალიშვილი. გოგონამ ბავშვობა სამხრეთ აფრიკაში გაატარა, სადაც 1995 წლიდან გადავიდა მისი ოჯახი. ქითი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და მაშინვე მოექცა ყურადღების ქვეშ.
5. კამილ გოლტბი - გრეის კელის შვილიშვილი
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102513055279676.png)
გოგონას გენეტიკურად ერგო ბებიასაგან ულამაზესი ცისფერი თვალები და სახის ნაკვთები. კამილ გოლტბი მართლაც რომ მშვენიერია.
6. ზაკ უილიანსი - რობი უილიამსის ვაჟი
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102513102679676.jpg)
ზაკი ძალიან შორს არის შოუ-ბიზნესის და ბომონდური ცხოვრებისგან. სამაგიეროდ ნაცნობია ცხოვრება გისოსებს მიღმა.
7. როუზ შლოსბერგ - ჟაკლინ კენედის შვილიშვილი.
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102513144979676.jpg)
კიდევ ერთი საოცარი მსგავსება ბებიასა და შვილიშვილის. თავად როუზი არ აღიარებს ამას და უნდა, რომ იცნობდნენ როგორც მსახიობს და არა როგორც ჟაკლინის ასლს.
8.სერ ჯექსონი - 50 Cent -ის უმცროსი ვაჟიშვილი
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102513183279676.jpg)
პატარა ბიჭუნა უკვე გამოვიდა კულისებიდან და 2 წლის ასაკში გამოიმუშავა თავისი პირველი ჰონორარი - $700 000 ყურსასმენების რეკლამაში მონაწილეობის მიღებისთვის.
9. ლოტი მოსი - ქეით მოსის და
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102513221879676.jpg)
ლოტი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე მოასწრო ისეთ ბრენდებთან მუშაობა, როგორიცაა : Calvin Klein, Rag & Bone, Sonia Rykiel, Vogue, Bulgari..
10. რაილი კიო - ელვის პრესლის შვილიშვილი
![ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც
არასდროს გვინახავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102513254779676.jpg)
მსახიობი და მოდელი რაილ კიო - საოცრად გავს თავის ლეგენდარულ ბაბუას და სულ უფრო პოპულარული ხდება.