შოუბიზნესი ვარსკვლავების ნათესავები, რომლებიც არასდროს გვინახავს 2017, 25 ოქტომბერი, 13:37
ვარსკვლავების დები, ძმები და ახლო ნათესავები იშვიათად არიან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილები. ზოგი თავად ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას, ზოგი კი უბრალოდ არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ადამიანია, რომლის მზგავსიც მრავლადაა ჩვენს ირგვლივ.
მოდით თვალი გადავავლოთ ცნობილ ადამიანებს და მათ უცნობ ნათესავებს.
1. ჯეიმს მიდლტონი - კემბრიჯის ჰერცოგინიის ქეით მიდლტონის ძმა ჯეიმსის არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის. ის დაკავებულია კერძო ბიზნესით და თავის საქმეში საკმაოდ წარმატებულია. ჯეიმსი თავისუფალ დროს ქეითისა და უილიამის ბავშვებთან ატარებს. " მე მინდა ვიყო საუკეთესო ბიძია, რომელიც ყველას უყვარს"-აცხადებს ქეითის ძმა.2. ბიანკა ბრი - ჟან-კლოდ ვან დამის ქალიშვილი ბიანკა აქტიურად აგრძელებს მამის საქმეს. ის მთელი დატვირთვით ვარჯიშობს და სურს საზოგადოებას დაუმტკიცოს რომ შესაძლებელია იყო ძლიერი ქალი და ამავდროულად შეინარჩუნო ქალურობა. 3. ევა ფერერი - შეუდარებელი ოდრის შვილიშვილი ევა საზოგადოებამ მხოლოდ 2014 წელს აღმოაჩინა, როცა გოგონა მონაწილეობდა ფოტოსესიაში ჟურნალ "Harper’s Bazaar" -ისთვის. სადაც მას ოდრის იმიჯი ქონდა მორგებული.
4. ქითი სპენსერი - პრინცესა დიანას ძმისშვილი. მშვენიერი ქითი არის ჩარლზ სპენსერის (დიანას ძმის) ქალიშვილი. გოგონამ ბავშვობა სამხრეთ აფრიკაში გაატარა, სადაც 1995 წლიდან გადავიდა მისი ოჯახი. ქითი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და მაშინვე მოექცა ყურადღების ქვეშ.
5. კამილ გოლტბი - გრეის კელის შვილიშვილი გოგონას გენეტიკურად ერგო ბებიასაგან ულამაზესი ცისფერი თვალები და სახის ნაკვთები. კამილ გოლტბი მართლაც რომ მშვენიერია.
6. ზაკ უილიანსი - რობი უილიამსის ვაჟი ზაკი ძალიან შორს არის შოუ-ბიზნესის და ბომონდური ცხოვრებისგან. სამაგიეროდ ნაცნობია ცხოვრება გისოსებს მიღმა.
7. როუზ შლოსბერგ - ჟაკლინ კენედის შვილიშვილი. კიდევ ერთი საოცარი მსგავსება ბებიასა და შვილიშვილის. თავად როუზი არ აღიარებს ამას და უნდა, რომ იცნობდნენ როგორც მსახიობს და არა როგორც ჟაკლინის ასლს.
8.სერ ჯექსონი - 50 Cent -ის უმცროსი ვაჟიშვილი პატარა ბიჭუნა უკვე გამოვიდა კულისებიდან და 2 წლის ასაკში გამოიმუშავა თავისი პირველი ჰონორარი - $700 000 ყურსასმენების რეკლამაში მონაწილეობის მიღებისთვის.
9. ლოტი მოსი - ქეით მოსის და ლოტი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე მოასწრო ისეთ ბრენდებთან მუშაობა, როგორიცაა : Calvin Klein, Rag & Bone, Sonia Rykiel, Vogue, Bulgari..
10. რაილი კიო - ელვის პრესლის შვილიშვილი მსახიობი და მოდელი რაილ კიო - საოცრად გავს თავის ლეგენდარულ ბაბუას და სულ უფრო პოპულარული ხდება.530 6-ს მოსწონს
|