ფსიქონევროლოგია ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჰოლანდიური სოფელი,სადაც ყოველ მაცხოვრებელს უთვალთვალებენ 2017, 24 ოქტომბერი, 14:18 ეს გახლავთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სოფელი ჰოლანდიაში, რომელიც ქალაქ ვისპის გარეუბანში მდებარეობს. სოფელში სულ რაღაც 152 მაცხოვრებელია, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ: ჭამა, ძილი, დადიან მაღაზიებში, თუმცა ერთი განსხვავებით, - თითოეული მათგანს ფხიზლად უთვალთვალებენ. ყველა მაცხოვრებელი ხანშიშესული ადამიანია, რომელიც დემენციით არიან დაავადებულები, ჰოლანდიური სოფელი-ეს არის სამკურნალო დაწესებულება, სადაც პაციენტები არ არიან ჩაკეტილი პალატებში, ჩვეულებრივ ცხოვრობენ, დადიან მაღაზიებში, რესტორანში და ამასთანავე არც იციან, რომ იმყოფებიან ფსიქიატრიულ კლინიკაში. იზოლირებული სოფელი Hogeweyk-ი წარმოადგენს სახლების კომპლექსს სადაც კომფორტულად მოწყობილი ინფრასტრუქტურაა, ხეივნებით, ბაღებით, მოედნით, საპარიკმახეროთი, რესტორნით და მცირე თეატრითაც კი. სახლები იმ პერიოდის მიხედვითაა მოწყობილი, როდესაც პაციენტს ცნობიერება დაუბინდდა:50-იანი, 60-იანი, 70-იანი და 2000 -იანი წლების სტილშიც კი. პაციენტებს შეუძლიათ თავისუფლად ისეირნონ, დაისვენოთ პარკში, მოიხიბლონ მშვენიერი ლანდშაფტით. მაგრამ მათ გარდა, სოფელი სავსეა სამედიცინო პერსონალით, - ექიმებით და ექთნებით. ისინი წარმოადგენენ "მოლარეებს" მაღაზიაში, "საოფისე მუშაკებს" და ა.შ. Hogeweyk-ის კომპლექსი შეიქმნა ივონ ვან ამერონგენის მიერ 2009 წელს. კლინიკის დამფუძნებელი თავის დროზე მუშაობდა მოხუცთან სახლში და კარგად ერკვევა დემენციით დაავადებულთა მახასიათებლებით. ამასთანავე ხანდაზმულთა მოვლა ნათესავებს აქ უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე სადღეღამისოდ დაქირავებული მედდა. 2011 წელს Hogeweyk-ის კლინიკა ნომინირებული იყო Niek de Jong Prize-ის პრემიაზე, როგორც ხანდაზმულთა დახმარების საუკეთესო პროექტი, ხოლო 2013 წელს კომპლექსმა მიიღო Highly Commended Award-ის ჯილდო, დემენციით დაავადებულ ადამიანებზე მზრუნველობის საუკეთესო კონცეფციისათვის. ფოტოზე:ივონ ვან ამერონგენი(მარჯვნივ) 244 6-ს მოსწონს
|