ფეხბურთი რამდენიმე დღეში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მრავალშვილიანი მამა გახდება - "ფიფამ" რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ( + ფოტოები ) 2017, 24 ოქტომბერი, 16:08 32 წლის თანამედროვე ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას კრიშტიანო რონალდუს უკვე სამი შვილი ჰყავს. დღემდე არავინ იცის, უფროსი ვაჟი - რონალდუ უმცროსი ვისთან გააჩინა ვარსკვლავმა, ( ჭორებს თუ დავუჯერებთ ისიც სუროგატი დედისგან გააჩინა ).ცნობილია რომ ტყუპები რამდენიმე თვის წინ სუროგატი დედისგან შეეძინა. ამჟამად კი 2017 წლის და არა მარტო ამ წლის - უკვე ვეღარც კი ვითვლით რამდენჯერ დაასახელეს კრიშტიანო წლის საუკეთესო ფეხბურთელად - ის შეყვარებულია. მისი რჩეული გახლავთ 22 წლის ფოტომოდელი ჯორჯიანა როდრიგესი. წყვილის სერიოზული ურთიერთობა გულშემატკივრებისთვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე, როდესაც პორტუგალიელი იბიცაზე ისვენებდა ესპანელ მოდელთან ერთად.შეგახსენებთ, რომ მანამდე კრიშტიანოს სასიყვარული ხუთწლიანი კავშირი ჰქონდა რუს სუპერმოპდელთან ირინა შეიკთან.წყაროს ინფორმაციით, წყვილს მეოთხე ახლა უკვე საკუთარი შვილი და ისიც გოგონა ოქტომბრის ბოლოს შეეძინება.ამის შესახებ რონალდუმ თავად ამცნო დაინტერესებულ საზოგადოებას თავის "микроблог", სადაც ეს სურათი ატვირთა. 284 5-ს მოსწონს
|