x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
კახეთი ის პროვინციაა, რომელსაც აჯანყებათა ყველაზე დიდი ტრადიცია აქვს

image

თბილისში ყოფნის დროს სპირიდონ კეიდია და ქაქუცა ჩოლოყაშვილი გენერალ კოტე აფხაზს, ედპ–ს ერთ ერთ ლიდერს დავით (დათა) ვაჩნაძესა და რამდენიმე სხვა მაღალი რანგის ოფიცერს შეხვდნენ, რის შედეგადაც სამოქმედო გეგმამ კონკრეტული სახე მიიღო. კოტე აფხაზთან, სპირიდონ კეიდიასთან, დავით ვაჩნაძესთან და სხვა მამულიშვილებთან შეთანხმებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მისია იკისრა - მას კახეთში საბჭოთა ხელისუფლებასთან მებრძოლი პარტიზანული რაზმი უნდა ჩამოეყალიბებინა. თუ რატომ შეჩერდა ქართული პოლიტიკური ელიტის ყურადღება სწორედ ქაუქცა ჩოლოყაშვილზედა, რატომ შეირჩა პარტიზანული მოქმედების მთავარ ასპარეზად კახეთის რეგიონი, ამის შესახებ, სპირიდონ კეიდიასგან მიღებული ცნობების საფუძველზე, თვალსაჩინო ქართველი ემიგრანტი მოღვაწე - მიხეილ ქავთარაძე მიუთითებს: "ქაქუცას მოქმედებას ორმაგი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ვიდრე საერთო აჯანყების სამზადისი დამთავრდებოდა, ეს რაზმი მცირერიცხოვანი უნდა დარჩენილიყო. მის არსებობას უნდა გაემაგრებინა ხალხში იმედი და, ამავე დროს, მოძალადე ხელისუფლებასაც უნდა შეკვეცოდა კადნიერება - რომ თავი დაუსჯელად არ ეგრძნოთ. რომ არჩევანი სწორედ ქაქუცაზე შეჩერდა, ამას თავისი ლოგიკური საფუძველი ჰქონდა. ასეთი რაზმის ბუდე სწორედ კახეთი უნდა ყოფილიყო, ჯერ მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. კახეთი ტფილისსაც აკრავს, საქართველოს მთიანეთს - თუშ-ფშავ-ხევსურეთსაც და დაღისტანსაც. მხოლოდ კახეთიდან შეიძლება ერთსადაიმავე დროს მოქმედება დარიალისა და დარუბანდის ჩასაკეტად. კახეთი ის პროვინციაა, რომელსაც აჯანყებათა ყველაზე დიდი ტრადიცია აქვს. ხშირი ტყეები და დოვლათიანი მხარე მეომარ-პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობით, აგრეთვე, საუკეთესო პირობებია პარტიზანული რაზმისათვის თავის შესანახად.


ამონარიდი - "ქაქუცას შეფიცულები - ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. (1921 წლის მარტი - 1924 წლის სექტემბერი)"

0
129
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0